Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი: 'მოგვიწევს რთული ბრძოლა'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'11 / 21:26

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 25 მაისს, როცა ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს, "მოგვიწევს რთული ბრძოლა“, რომლის დროსაც "დანაკარგები" ხალხის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.

„არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ შევიკრიბებით 25–ში, შევუძახებთ ერთს და ამის შედეგად წავლენ ისინი [ხელისუფლება]. ჩვენ მოგვიწევს რთული ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ,“– განაცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელეფონო ჩართვისას.

“25–ში, როგორც მინიმუმ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დავასრულოთ დიდი დანაკარგების გარეშე,“– განაცხადა მან, "თუ იქნება დიდი აქტივობა საზოგადოების მხრიდან, თუ იქნება დიდი მხარდაჭერა ხალხის მხრიდან, დანაკარგები იქნება მინიმალური“.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუ პროცესები რამდენად გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯარს, რომ დადგეს ხალხის მხარეს.

“მათი არჩევანი გადაწყვეტს საქართველოს ბედს და საქართველოს მომავალს,“– აღნიშნა მან. 

“ვანო მერაბიშვილს თქვენი ეთერით ვეუბნევი: ძალიან დიდი შანსი აქვს გაუძლოს ცდუნებას, პირველ რიგში. და მეორე, ძალიან დიდი გამოცდა ექნება ჩასაბარებელი 25–ში მას. მითი მისი უძლეველობისა ერთ დღეში შეიძლება დაიმსხვრეს და მე ამას გავაკეთებ ნამდვილად, მე ამას გპირდებით,“– განაცხადა ოქრუაშვილმა შსს–ის იმ განცხადების საპასუხოდ, რომ მას საქართველოში შემოსვლისას დააპატიმრებენ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებით "საკმაოდ სარისკო ნაბიჯს“ დგამს, "იმისთვის რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა" და ხაზი გაუსვა: "მე არ მაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, არ მაქვს პრეტენზია პირველობაზე, არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ ამ  პროცესის მმართველები“.

ქართული პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „25 მაისს ქართული პარტია გაუკეთებს ორგანიზებას ხალხის განწყობებს და დავამთავრებთ ამ რეჟიმს... ყველა ძალასთან ერთად, ვისაც ამის სურვილი აქვს“.

სახალხო კრებისა და დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კითხვაზე უერთდება თუ არა სახალხო კრება 25 მაისს ქართული პარტიის მიერ გამოცხადებულ აქციას, უპასუხა: "ჩვენ არაფერს არ ვუერთდებით. თუ ჩვენ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად და თუ 25–მდე მივა ეს პროცესი, მერე ვნახოთ. რა გვინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტი არ არის. დარბის წინ და უკან. აქცია ჯერ–ჯერობით აქ [საზოგადოებრივ მაუწყებელთან] დარჩება“.

ქართულმა პარტიამ სახალხო კრების აქციასთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ქართულმა პარტიამ, იმავდროულად, გამოაცხადა, რომ 25 მაისს აქცია ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს დაგეგმა. 

მოქმედებათა კოორდინირების მიზნით სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ლიდერების მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დღეს გაიმართა, მხოლოდ ის გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაგრძელდებოდა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13