Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
"მაესტრო“ აცხადებს, რომ არ აპირებს საპროტესტო აქციებში რაიმე ფორმით ჩართვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 13:02

ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს და ტელეკომპანია "მაესტრო" რაიმე ფორმით ჩაერთვება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში არ შეესაბამება სიმართლეს, ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს“ ხელმძღვანელობის მიერ 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

"მაესტროს“ ხელმძღვანელობა მიმართავს პოლიტიკოსებს "მოერიდონ საკუთარ კომენტარებსა და გამოსვლებში ტელეკომპანია "მაესტროს" სახელით მანიპულირებას“.

"ტელეკომპანია მაესტრო ასრულებს პროფესიულ მოვალეობას და მოვლენებს მხოლოდ მაყურებლის ინტერესებისა და საინფორმაციო ფორმატის სპეციფიკის გათვალისწინებით აშუქებს," – ნათქვამია განცხადებაში, "ტელეკომპანია "მაესტრო" არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება და არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებას“.

22 მაისს სახალხო კრებისა და ქართული პარტიის მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, რომ „მაესტრო“ მაუწყებლობას საპროტესტო აქციის ადგილიდან დაიწყებდა. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება სახალხო კრების ლიდერებმა გამოაცხადეს, ქართული პარტიის თანადამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის ძმამ და "მაესტროს“ ერთ–ერთმა მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მყოფ მომიტინგეებს განუცხადა, რომ "ყველაფერი კეთდება“ იმისათვის, რომ "პირადად მე დღეს დავიწყო ახალი გადაცემა პირდაპირ ამ მოედნიდან“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14