Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
26 მაისს სამხედრო აღლუმი ჩატარდება – თავდაცვის სამინისტრო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 21:27


ქართული ჯარები 18 მაისის ღამით რეპეტიციას მართავენ დაგეგმილი აღლუმისთვის.
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს "ჩვეულებრივად ჩატარდება“, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.

“რაც შეეხება რეპეტიციას რუსთაველის გამზირზე, ზუსტად არ ვიცი გაიმართება თუ არა კიდევ,“– განუცხადა მან Civil.ge-ს, "თუმცა ბაზაზე სამხედროები ყოველდღიურად გადიან რეპეტიციას“.

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრება "ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად“. მისი თქმით, მომიტინგეები 25 მაისს კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ. 

სამხედრო აღლუმის გამართვა რუსთაველის გამზირზე იგეგმება. 

"აღლუმის გამართვის გეგმა არ შეიცვლება,"– განუცხადა Civil.ge-ს აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, "აღლუმი ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ღონისძიება, ეს არის დამოუკიდებლობის დღე და მას ყველამ პატივი უნდა სცეს". 

რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, მინაშვილმა განაცხადა, რომ "თბილისი დიდი ქალაქია და ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა სხვაგან ჩაატაროს მანიფესტაცია".

სამხედრო აღლუმი, როგორც წესი, ყოველწლიურად ტარდება დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა 2009 წლის 26 მაისი გამონაკლისი იყო, როცა ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარება რუსთაველზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო გადაიფიქრა. თუმცა, მეორე მხრივ, აღლუმზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა მაშინ არმიაში არსებული სიტუაციაც ყოფილიყო, როდესაც მუხროვანის ჯანშან-სატანკო ბატალიონის მეთაურმა 2009 წლის 5 მაისს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ამის მოტივად აღლუმის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დაასახელა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56