Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი მერაბიშვილს მიმართავს აღადგინოს დაკავებულ პირთა უფლებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მაი.'11 / 20:36

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ პირთა უფლებების, კერძოთ დაცვისა და მათი ადგილსამყოფელის ოჯახისთვის შეტყობინების "შეზღუდული“ უფლების აღდგენა.

“რამდენიმე ათეული პირის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია,“– აცხადებს გიორგი ტუღუში.

27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი იტყობინება, რომ 26 მაისს დაკავებული რამდენიმე ათეული პირი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში იქნენ გადანაწილებულნი. თუმცა „მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამომძიებლები დაუკავშირდნენ დაკავებულების ოჯახს და შეატყობინეს მათი ახლობლის დაკავების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ,“– აცხადებს სახალხო დამცველი.

“26 მაისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს თბილისის #2, მცხეთის, კასპის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და შიდა ქართლის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თბილისის #2 დმი–ში განთავსებული პირები იმავე დღეს, გადაიყვანეს სხვა იზოლატორებში. შესაბამისად, ადვოკატებმა ვერ შეძლეს მათი მონახულება. ამჟამად სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სხვა იზოლატორების მონიტორინგს, თუმცა, როგორც 26 მაისის პრაქტიკამ აჩვენა, გამორიცხული არაა, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს კვლავ შეუცვალონ ადგილსამყოფელი,“– ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 27 მაისს განაცხადა, რომ მის იურისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები.

“ამ დრომდე უცნობია დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელი, რაც ზღუდავს დაცვის უფლების განხორციელებას,“ –ნათქვამია საია–ს განცხადებაში, რომელიც ასევე მოუწოდებს შსს–ის გაასაჯაროვოს ყველა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ აქციის დაშლის პროცესში.

იმავდროულად,  რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებისაგან მოითხოვს "დაუყოვნებლივ“ გამოქვეყნდეს დაკავებულ პირთა ზუსტი სია.

27 მაისს გამართულ პრესკონფერნციაზე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დღის ბოლოს იწურება კონსტიტუციით დადგენილი 48 საათიანი ვადა აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების სასამართლოში წარსადგენად, "შესაბამაისად, შეუძლებელი და დაუშვებელია უცნობი იყოს დაკავებულ პირთა რაოდენობა და ვინაობა".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლოს, 26 მაისს განაცხადა, რომ  "90–მდე“ ადამიანია დაკავებული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47