Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი 162 დაკავებულის სიას აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მაი.'11 / 15:30

(განახლება – სახალხო დამცველის მიერ დაპატიმრებილ პირთა სიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 30 მაისს, რომ შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ დაპატიმრებულ მომიტინტეთა სიაში და სახალხო დამცველის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებულ სიაში სხვაობა იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სიაში არა მხოლოდ ის მომიტინგეები შედიან, რომლებიც 26 მაისის აქციის დაშლის შედეგად დააპატიმრეს, არამედ ის აქტივისტებიც, რომლებიც აქციის დაშლამდე დააკავეს, გარდა ამისა ის 24 პირი, რომლებიც ყინწვისში დააპატიმრეს).

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შაბათს თავის ვებ–გვერდზე პოლიციის მიერ 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაკავებული მომიტინგეების სია გამოაქვეყნა.

სიაში 162 პირია შესული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს დაკავებულთა საკუთარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 105 ადამიანი ფიგურირებდა.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სია მას შემდეგ შედგა, რაც მისმა მონიტორინგის ჯგუფებმა 26-28 მაისს სხვადასხვა რეგიონებში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორები მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა თბილისის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, კასპის, მცხეთის, თელავის, სიღნაღის, ყვარლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ბაღდათის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში განახორციელა მონიტორინგი.

სიის ძირითადი ნაწილი 27 მაისს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შედგა; კასპის და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ინფორმაცია (სულ 17 დაკავებული) 26 მაისით თარიღდება.

”მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულთა უმრავლესობას მეტ–ნაკლებად სერიოზული ხასიათის დაზიანებები აღენიშნება,” - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

”დაკავებულები ზეპირ საუბარში აცხადებენ, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ როგორც აქციის დაშლისას, ისე დაკავების შემდგომ, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე ახსნა–განმარტების მიცემაზე,” - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში სულ ცოტა რვა ის მომიტინგეა შესული, რომლებიც დაკარგულ ათეულობით  პირს შორის მოიაზრებოდნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15