Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენა, თუმცა მის დაკავებას არ ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მაი.'11 / 12:31

მთავარმა პროკურატურამ 30 მაისს ბადრი ბიწაძე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბრალდებულად ცნო „წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“ და სასამართლოს მის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

“სახალხო კრებასთან შექმნილი, ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის, ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას, ხუთი მოწმის ჩვენებების, ასევე ვიდეო, აუდიო და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო ბადრი ბიწაძე წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისათვის,“– განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული აღნიშნული დანაშაული ისჯება ტუსაღობით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების შვიდ წლამდე ვადით აღკვეთით. ეს მუხლი ფორმულირდება, როგორც "წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ".

"პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძის მიმართ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების, კერძოდ გირაოს, გამოყენების თაობაზე,“– განაცხადა საყვარელიძემ.

27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ვიდეო–ჩანაწერები, სადაც ერთ–ერთ ეპიზოდში ფიგურირებს ბადრი ბიწაძე და საუბარია სახალხო კრების "შეფიცულთა" ჯგუფების სამზადისზე 21 მაისის საპროტესტო აქციების წინ. სახალხო კრებამ აქციების დაწყებამდე განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა "შეფიცულთა“ ჯგუფები, მათი თქმით, "ხელისუფლების უკანონობისა და ძალადობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით“. შსს–მ ასევე გამოაქვეყნა, "შეფიცულთა" ერთ–ერთი მეთაურის გია უჩავას აღიარებითი ვიდეო–ჩვენება, სადაც ის სახალხო კრების ძალადობრივ გეგმებზე საუბრობს და ამ პროცესის ხელმძღვანელად ბადრი ბიწაძეს ასახელებს. უჩავა პოლიციამ 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებთან დაპირისპირების ფონზე დააკავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17