2 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე დაგეგმილი ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შუამავალი მხარის, შვეიცარიის, თხოვნით გაურკვეველი დროით გადაიდო.
ამის შესახებ Сivil.ge-ს საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გადადების მიზეზი ტექნიკური საკითხების მოგვარებაა.
29-30 მაისს შვეიცარიის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელინ კალმი-რეის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განხილულ იქნა ვმო–ში "რუსეთის ფედერაციის შესაძლო გაწევრიენების საკითხი,” იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსხური.