Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი სოხუმში ანქვაბს და შამბას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივნ.'11 / 18:46


რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული 
აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე, სოხუმი 2 ივნისი. 
ფოტო: რუსეთის პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური. 

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ცალ–ცალკე შეხვედრები გამართა სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრთან სერგეი შამბასთან და ვიცე–პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან, რომელიც ამჟამად რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

პუტინი აფხაზეთში 2 ივნისს ჩავიდა და 29 მაისს გარდაცვლილი აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვას დაესწრო.

"ის, რაც მოხდა, აბსოლუტური მოულოდნელობა იყო და ეს დიდი დანაკლისია აფხაზეთისა და რუსეთისთვის, რადგანაც სერგეი ვასილის ძე ბაღაფშმა ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო და ასევე რუსეთ–აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის. აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი ნაბიჯები სწორედ მის სახელს უკავშირდება,“ – განაცხადა პუტინმა ანქვაბთან შეხვედრაზე.

"აფხაზეთის ეკონომიკის და სოციალური სფეროს რეაბილიტაციის ერთობლივი გეგმა ხორციელდება. ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, რომ გავაგრძელოთ ეს მუშაობა და გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც წინა წლებში დაიწყო,“ – განაცხადა მან იმავე კომენტარებში, რომელიც რუსეთის პრემიერ–მინისტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

"აფხაზ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთი, როგორც უახლოესი მოკავშირე და სანდო მეგობარი, იდგება აფხაზი ხალხის გვერდით და დაეხმარება მათ პრობლემების – წარსულის დანატოვარის გადალახვაში,“ – განაცხადა პუტინმა.

ანქვაბმა მადლობა გადაუხადა პუტინს იმისათვის, რომ „ჩვენთან ერთად ხართ ამ რთულ დროს“.


რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის
პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას ხვდება სოხუმში, 2 ივნისს.
ფოტო: რუსეთის პრემიერ–მინისტრის პრესამსახური. 

სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართულ ცალკე შეხვედრაზე პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი წუხს, რომ შეხვედრა ტრაგიკული მოვლენის ფონზე შედგა.

"მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და ის გრძელდება და მთავრობა ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობებს ასრულებს ეკონომიკის, სოციალური პრობლემების მოგვარების სფეროში. ჩვენ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია გვაქვს, რომელიც წარმატებით მუშაობს,“ – მიმართა პუტინმა შამბას.

"უამრავი პრობლემა და ამოცანა არსებობს, რომელთაც მოგვარება სჭირდება,“ – განაგრძო მან, "ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის და პირველ რიგში სარკინიგზო ხაზის და მაგისტრალების მშენებლობის შესახებ, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსულ პორტებთან სანდო კავშირების დამყარების შესახებ“.

"დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით განვითარდება, ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე ახლო მეზობლებთან“.

"დრო ყველა იარას მოაშუშებს. იმედი მაქვს, რომ აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ყველა ურთიერთობა დამყარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე უკვე ვუთხარი ვიცე–პრეზიდენტს, თქვენ შეგიძლიათ რუსეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თქვენ იცით, რომ უახლოესი დროისთვის ჩვენ ბიუჯეტში გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი რესურსები – 10 მილიარდ რუბლზე მეტი. ჩვენ მზად ვართ არა მხოლოდ ყველა არსებული გეგმა განვახორციელოთ ამ დაფინანსების ფარგლებში – არამედ ასევე მზად ვართ სხვა ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განვიხილოთ,“ – განაცხადა პუტინმა.

ანქვაბის მსგავსად, შამბამაც მადლობა გადაუხადა პუტინს და რუსეთს იმ "შთამბეჭდავი“ სამგლოვიარო ღონისძიებისთვის, რომელიც სერგეი ბაღაფშისთვის მოსკოვში გაიმართა და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო მონაწილეობა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად.

"ეს იყო ნათელი, ხაზგასმული დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, სერგეი ვასილევიჩ ბაღაფშის მიმართ  განსაკუთრებული დამოკიდებულებისა,“ – განაცხადა შამბამ.

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივ პროექტებზე მუშაობა გეგმის თანახმად გაგრძელდება.

პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს იქამდე, სანამ სამ თვეში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად ანქვაბი, შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მოიაზრებიან. პოტენციურ კანდიდატებს შორის ასევე სახელდება აფხაზი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბუთბა.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16