Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შამბა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ივნ.'11 / 18:24

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მას აქვს "განზრახვა“ 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

17 ივნისს რუსულ ვებგვერდ Lenta.ru–სთან ინტერვიუში შამბამ ასევე განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადებს, რაც 27 ივნისიდან კანდიდატების ოფიციალური წარდგენა დაიწყება.

კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრე ანქვაბთან ძალების გაერთიანება მომავალი არჩევნების დროს, შამბამ უპასუხა: "არა მგონია, ეს რეალური იყოს“.

ანქვაბი სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად მოიაზრება, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შამბა და ანქვაბი შესაძლოა გაერთიანდნენ და ერთ–ერთი მათგანი ვიცე–პრეზიდენტი გახდეს.

ანქვაბმა უარი თქვა საჯაროდ ესაუბრა თავის გეგმებზე აპირებს თუ არა პრეზიდენტად კენჭისყრას.

"მას თავისი გეგმები აქვს ამ მხრივ და მე ჩემი გეგმები მაქვს. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ძალების გაერთიანება ნაკლებად სავარაუდოა,“ – განაცხადა შამბამ.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა 2004 წლის სცენარის გამეორება, როდესაც მაშინდელმა მთავარმა კონკურენტებმა – სერგეი ბაღაფშმა და რაულ ხაჯიმბამ ძალაუფლების გაყოფის შესახებ გარიგებას მიაღწიეს, რის შედეგადაც სადავო არჩევნების შემდეგ ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხოლო ხაჯიმბა ვიცე–პრეზიდენტი, შამბამ უპასუხა, რომ აფხაზეთში ყველაფერია შესაძლებელი.

"ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთში შეთანხმებას მივაღწიოთ. თუმცა, ამგვარი ვარიანტი ამ მომენტში არ განიხილება,“ – განაცხადა შამბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ანქვაბთან მას რაიმე "იდეოლოგიური უთანხმოებები“ არ აქვს.

"არის ტაქტიკური ხასიათის სხვადასხვა საკითხები; ამიტომ, თითოეულ ჩვენგანი თავის კურსს მიყვება, თავისი გუნდით,“ – განაცხადა შამბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი შესაძლოა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადოს გალის რაიონის მოსახლეობის მანიპულირებით.

"ისინი ჩვეულებრივ ცდილობენ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე მოახდინონ ზეგავლენა. სავარაუდოდ ამჯერადაც იქნება ეს მცდელობები,“ – განაცხადა მან, "არ ვიცი,  ვის დაუჭერენ ისინი მხარს“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16