Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივნ.'11 / 23:45

თბილისის საკრებულომ 24 ივნისს მერიის ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი 1 ივლისიდან ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება.

ახალი სისტემის თანახმად, თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის თითოეულ მოხმარებულ კილოვატზე 5 თეთრის გადახდა მოუწევს დასუფთავების გადასახადის სახით ყოველთვიურად.  

ამჟამად, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2.5 ლარს შეადგენს. 2011 წლის იანვრამდე ეს გადასახადი 1.2 ლარი იყო.

მართალია დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადი ყველა ოჯახს გაეზრდება, მაგრამ თბილისის მერია ამ ინიციატივით სარგებელს მაინც მიიღებს, ვინაიდან, ქალაქის დასუფთავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, ორჯერ გაიზრდება.

"თელასის“ ინფორმაციით, თბილისის მაცხოვრებლები ყოველწლიურად, დაახლოებით, 800–850 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დამტკიცების შემდეგ, თბილისის მერია დასუფთავების მომსახურებიდან ყოველწლიურად 40–42.5 მილიონ ლარს მიიღებს. მაგრამ, ამავე დროს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადასახადების ნახევარს თბილისის მერია დაფარავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში რეგისტრირებულ მაცხოვრებელთა რაოდენობა 1 127 000–ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასუფთავების მომსახურებისთვის გადასახადის ოდენობამ დაახლოებით 33.8 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს სულადობის მიხედვით 2.5 ლარიანი დაბეგვრის შემთხვევაში; თუმცა რეალური მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია.

თბილისის მერიის მიერ მოწოდებული მაჩვენებლების თანახმად, 2011 წლის პირველი ოთხი თვის მანძილზე მოსახლეობიდან დასუფთავების გადასახადის აკრებიდან შემოსულმა თანხამ მხოლოდ 7.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 21.6 მილიონი ლარი იქნება. 

თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში 50.8 მილიონი ლარია გამოყოფილი დასუფთავების სამსახურისთვის.

თბილისის მერია აცხადებს, რომ ახალი სისტემის მიზანი გადასახადების აკრების გაუმჯობესებაა.

პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, დედაქალაქში მიგრაციის მაღალი დონეა და თბილისში რეგისტრირებულ მაცხოვრებელთა ოფიციალური მონაცემები არ შეესაბამება დედაქალაქში ფაქტიურად მცხოვრებთა  რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებს თითოეულ მოქალაქეს დარეგისტრირდეს იმ მისამართზე, სადაც ის ცხოვრობს, ამ დებულების გათვალისწინება „უმეტეს შემთხვევებში“ არ ხდება, რაც კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები ოჯახის წევრების ზუსტი რაოდენობის დადგენას ართულებს, ნათქვამია დოკუმენტში.

გადასახადების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის თებერვლიდან ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც ოჯახს დენის, წყლის და დასუფთავების გადასახადის გადახდა ერთიანი ინტეგრირებული ქვითრებით უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ვერ გადაიხდის წყლის ან დასუფთავების ტარიფს, მას დენის მიწოდება შეუწყდება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი სისტემა „სოციალურად სამართლიანია“, რადგანაც ძირითადად მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახები მოიხმარენ მეტ ელექტროენერგიას.

თუმცა, მეორე მხრივ ასეთი ოჯახების უმეტესობა ნაკლებადაა დამოკიდებული ელექტროენერგიაზე, ვიდრე მცირეშემოსავლიანი ოჯახები, რადგანაც ისინი სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემებს აყენებენ, რომელიც გაზზე მუშაობს.

ეს გადაწყვეტილება ძირითადად იმ დაახლოებით 15,000 ოჯახს შეეხება თბილისში, რომელთაც სახლებში გაზმომარაგება არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ოჯახები მთლიანად ელექტროენერგიაზე არიან დამოკიდებული და ზამთარშიც ელექტროენეერგიით თბებიან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას და შესაბამისად, დასუფთავების გადასახადსაც. თბილისის მერია აცხადებს, რომ ასეთი ოჯახებისთვის სპეციალური პროექტი შემუშავდება, რომლის ფარგლებშიც ის ასეთი უბნების გაზიფიცირებას თანადააფინანსებით უზრუნველყოფს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური წევრები აცხადებენ, რომ დასუფთავების გადასახადის მიბმა დენის ქვითრებზე უსამართლოა და თბილისელების უმეტესობისთვის ტარიფის ზრდას გამოიწვევს. ისინი ამ ინიციატივას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ინიციატივა არ შეიცავს რაიმე დამატებით პასუხისმგებლობებს თავად მერიისთვის.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა თბილისის საკრებულოში თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გადასახადის ამგვარი დაანგარიშების მეთოდი არასამართლიანია და მას შესაძლოა ზოგიერთი ოჯახისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ელექტროენერგიას გადასახადის ოთხჯერადი, ან თუნდაც ათჯერადი ზრდა მოყვეს. ხიდაშელმა მოუწოდა საკრებულოს, რომ არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება.

კიდევ ერთი უთანხმოება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით შესაძლოა სამართლებრივ საკითხებს უკავშირდებოდეს, რადგანაც არსებობს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ, რომელშიც პარლამენტმა 2010 წლის დეკემბერში ცვლილებები შეიტანა და რომლის თანახმადაც დასუფთავების გადასახადი ოჯახის თითოეული წევრისთვის 3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს თვეში. დაანგარიშების ახალი მეთოდის მიღების შემთხვევაში შესაძლოა ოჯახის თითო წევრს 3 ლარზე მეტის გადახდა მოუწიოს.

თუმცა, იგივე კანონი დიფერენცირებული გადასახადის საშუალებასაც იძლევა სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, მათ შორის ოჯახის შემოსავლების და მის მიერ მოხმარებული სხვა კომუნალური მომსახურების საფუძველზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29