Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ქუთაისში პარლამენტის გადატანა ისტორიული რეფორმაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'11 / 16:45

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა საქართველოს დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი "ისტორიული რეფორმაა“ და "ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს“, ეს გადაწყვეტილება მაინც შესრულდება.

2012 წლიდან პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მეორე მოსმენით არის მიღებული, საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება დედაქალაქის პოლიტიკური როლის შესაძლო დაკნინების, მთავრობაზე კონტროლის შესაძლო შესუსტების და იმ ხარჯების გამო, რომელიც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობას და მისი შემდგომ ფუნქციონირებას უკავშირდება.

“გადავა პარლამენტი ქუთაისში, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ვისაც როგორ არ უნდა მოეჩვენოს, რომ ქუთაისი საერთოდ არ არის არაფრის ღირსი... ვისაც 'ქუთაისში რა უნდა', ის ქუთაისში ვერ მოხვდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მას იქ არ შეუშვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“შეუშვებენ იმათ, ვისთვისაც ქუთაისი, ბათუმი, ჩხოროწყუ, ხარაგაული, სოხუმი და ა.შ. არის ერთნაირად ძვირფასი და მისაღები ქალაქები და ეს არის ახალი საქართველო – არა ერთი და იგივე ათასი კაცი, რომელიც ერთი და იგივე ქუჩაზე წყვეტს ყველაფერს და საერთოდ არ აინტერესებს სხვისი აზრი, არამედ 4 მილიონ 700 ათასი ადამიანი, რომელიც ყველა დონეზე წყვეტს, თავიდან ბოლომდე ძირითად გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის მართვის და თავისი მომავლის. და ამ მხრივ ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის ისტორიული რეფორმა, რომლის მნიშვნელობის გადაჭარბება არის შეუძლებელი“, – აღნიშნა მან საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას.

მისი თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა, ხოლო პარლამენტის ქუთაისში გადასვლის გეგმები იმ "ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის“ მაჩვენებელია, რომ "საქართველოს დეცენტრალიზაცია სწორი კუთხით“ მიდის.

“არა ისე, რომ ფეოდალურ საფაშოებად დავყოთ საქართველო, არამედ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების  გადანაწილება საქართველოს ტერიტორიებზე,“– განაცხადა მან.

თბილისთან ერთად ქუთაისის „მეორე საპარლამენტო ქალაქად“ გამოცხადების ინიციატივა 2009 წლის ივლისში გახმოვანდა და მას პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა, თუმცა მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ”პარლამენტის მთლიანად გადატანა თბილისიდან არ შეიძლება“. ბოლო ცვლილებებით, პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10