Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გამყრელიძე დეპუტატთა რაოდენობისთვის რეფერენდუმის გამართვას პოპულიზმად აფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ივლ.'11 / 10:57

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატთა რაოდენობის რეფერენდუმის გზით განსაზღვრა პოპულიზმია.

დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190–მდე გაზრდა, რომელიც მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ახალ მემარჯვენეებს, შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სადავო გახდა, რადგან ოპონენტები აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატები 150–ს არ უნდა აღემატებოდეს.   

2003 წლის რეფერენდუმი იყო „პოპულიზმი და ავანტიურა შევერდნაძის გარემოცვის მიერ“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 2 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან იმ შეხვედრის შემდეგ, სადაც საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„საზოგადოებას ხვალ რომ დაუსვათ კითხვა, რას ფიქრობენ იმაზე პარლამენტი ხვალ რომ გავაუქმოთ, მხარს დაუჭერს; მითუმეტეს, მაშინ პარლამენტი არ იყო დიდად პოპულარული და არც ახლა არის ხალხში დეპუტატი ძალიან პოპულარული; აქედან გამომდინარე, სურვილი საზოგადოებისა ყოველთვის არის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს; მაგრამ ხომ გვესმის კარგად, რომ დემოკრატიის და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი სწორედ პარლამენტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სამი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მორიგი დავა მიმდინარეობდა, გამყრელიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შემოთავაზებას დეპუტატთა რაოდენობის ზრდის შესახებ და ამ იდეას "აბსურდულს“ უწოდებდა.

2008 წლის 10 მარტს გამყრელიძემ განაცხადა: ”ეს აბსურდია და არცერთი ოპოზიციური პარტია ამას არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე”. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32