Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'11 / 13:59

9–10 ივლისს, ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო)  რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, სადაც მხარეებმა მომდევნო შეხვედრა თვის ბოლოსთვის დაგეგმეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

ორშაბათს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კალანდაძემ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოლაპარაკება "ეხებოდა სწორედ გაწევრიანების საკითხებს, მის გარშემო არსებულ ვითარებას... და ამჯერად მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ჩართული ყავდათ მოლაპარაკებებში საბაჟო ექსპერტებიც“.

„დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გაცნობებთ, რომ მოლაპარაკება შედგა იმდენად, რამდენადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლოს გაგრძელდება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი“, – განაცხადა მან. 

2011 წლის მარტიდან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთმა და საქართველომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. მესამე შეხვედრა ივნისის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა შუამავლის თხოვნით "ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო.

9–10 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე, კალანდაძის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ტრადიციულად პრემიერ–მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  სერგი კაპანაძე წარმოადგენდნენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის „მინიმალური ფასი“ იქნება, თუ ის დათანხმდება თბილისის მოთხოვნას სეპარატისტულ რეგიონებთან სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას დათანხმდება.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15