Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპროცესო გარიგება ფოტოგრაფების საქმეში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივლ.'11 / 12:38

მთავარმა პროკურატურამ 22 ივლისს განაცხადა რომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით რომ სამივე ფოტოგრაფს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, სამივე მათგანი განთავისუფლდება მას შემდეგ, რაც მათ პირობითი სასჯელები შეეფარდებათ.

სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდების მხარემ European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორესპონდენტისთვის, ზურაბ ქურციკიძისთვის ორწლიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

პროკურატურამ გიორგი აბდალაძისთვის, დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფისთვის, 3 წლიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით. 

ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, სამწლიან პირობით სასჯელს მოიხდის ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით.

გენედიძის მეუღლე, რომელიც ასევე დააკავეს 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს, ექვსთვიან პირობით სასჯელს მოიხდის, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

საპროცესო შეთანხმება - საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ძალზედ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად უფლებადამცველების კრიტიკის საგანია - ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება.

თავის შუამდგომლობაში პროკურატურა აცხადებს, რომ იგი მას შემდეგ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებაზე, რაც ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რომლის დროსაც საქართველოს კონტრ–დაზვერვის სამსახურს რუსული დაზვერვისთვის მომუშავე აგენტების სახელები მიაწოდეს.

„კერძოდ, ზურაბ ქურციკიძემ, გიორგი აბდალაძემ და ირაკლი გედენიძემ არა მარტო აღიარეს ჩადენილი დანაშული, არამედ ნებაყოფლობით და დროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აცნობეს რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების ცალკეული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კონფიდენციალურ კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების კონკრეტული სადაზვერვო-ოპერატიული ამოცანები, ინფორმაციების მოპოვება-გადაცემის მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია, აგრეთვე მონაცემები მათ საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების თაობაზე, რაც ქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენის, აღკვეთისა და განეიტრალების შესაძლებლობას“, – ნათქვამია პროკურატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში. 

„მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციების გამჟღავნების შემდეგ, ვითარება შეიცვალა და ზურაბ ქურციკიძემ, გიორგი აბდალაძემ, ასევე ირაკლი გედენიძემ და ნათელა გედენიძემ დაკარგეს საზოგადოებრივი საფრთხე“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდა ბრალდებულთა მიერ გაკეთებული აღიარებითი ჩვენებებისა, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა ფოტოგრაფების წინააღმდეგ.

22 ივლისს მთავარმა პროკურატურამ თავის ვებგვერდზე რამდენიმე კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც მთელი ტექსტი გაშავებულია. პროკურატურის თქმით, ეს დოკუმენტები მან ბრალდებული ფოტოგრაფების სახლების ჩხრეკის შედეგად მოიპოვა.

პროკურატურის თქმით, კონტრ–დაზვერვის სამსახურმა ირაკლი გედენიძის სახლის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინა ინფორმაცია ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" მუშების სრული სია.

პროკურატურის თქმით, ასევე ჩხრეკის შედეგად, გიორგი აბდალაძეს აღმოაჩნდა 2011 წლის 13-14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელდარ მამედიაროვის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების ოფიციალური სტენოგრამული ჩანაწერები. ეს სტემოგრამები, რომლის ძირითადი ნაწილიც გაშავებულია, პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პროკურატურის თქმით, აბდალაძეს ასევე აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეთა სიები, რომლებიც მუშაობენ გაერო-ში, ეუთო-სა და ევროსაბჭოში.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გედენიძისა და  აბდალაძისგან ამოღებული დოკუმენტების ასლები ინახებოდა ზურაბ ქურციკიძესთანაც, რომლებიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. მთავარმა პროკურატურამ თავის ვებგვერდზე ასევე გამოაქვეყნა იმ სატელეფონო საუბრების სქემა, რომლებიც, პროკურატურის თქმით, ადასტურებს, რომ ქურციკიძე 2004 წელს რუსული დაზვერვის ოფიცრებს ეკონტაქტებოდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საპროცესო შეთანხმება ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დამტკიცდეს და მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება ძალდატანებით არ მოხდა. მოსამართლემ ასევე უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. უმრავლეს შემთხვევებში მოსამართლეები საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ.

აბდალაძის და ქურციკიძის რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომ მათმა კლიენტებმა საკუთარი სურვილით არ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. მათი თქმით, მათი აღიარება „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგია. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
58