Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სატელევიზიო ანძის მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ეჭვები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივლ.'11 / 19:27

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ჯგუფი, რომელთაც რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც შეუერთდა, 28 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს წინ შეიკრიბა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია ”ალფა-კომის” მართვის უფლების ოთხი წლით გასხვისების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარება მოითხოვა.

შპს ”ალფა-კომის” (ყოფილი ”საქართველოს ტელერადიოცენტრი”) ოთხწლიანი მართვის უფლების მოსაპოვებლად ელექტრონული აუქციონი 18 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს 17სთ-ზე დასრულდება.

საწყისი საფასური 100 000 ლარი იყო. ხუთშაბათს საღამოსთვის აუქციონზე მხოლოდ ერთი ბიჯი იყო გაკეთებული და შესაბამისად ამჟამიდნდელი ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა. ეს, ამ დროისთვის ერთადერთი ბიჯი 22 ივლისს გაკეთდა. თითო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარია. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ერთ–ერთი პირობაა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სულ ცოტა 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

შპს ”ალფა-კომი” თბილისის სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლოატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.

ხელისუფლების გადაწყვეტილების აქტიურ მოწინააღმდეგეთა შორის არის ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე საეჭვო გარემოება არსებობს; მისი თქმით, შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება ანძის სარგებლობასთან დაკავშირებულ გადასახადს, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა გაძვირდეს მას შემდეგ, რაც კომპანია კერძო მართვაში გადავა და თუ ეს ასე მოხდა, მისი თქმით, ეს პატარა ტელეკომპანიებისთვის სერიოზული ფინანსური დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს.

ჯანგირაშვილის თქმით, მისი ტელევიზია, რომელსაც ანძაზე განთავსებული აქვს ერთი გადამცემი და ერთი სარელეო ხაზი პირდაპირი ჩართვებისთვის, ამჟამად, დაახლოებით, 3 300 ლარს იხდის თვეში.

კანონი მაუწყებლობის შესახებ ავალდებულებს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” (კანონში კომპანია ისევ ძველი სახელით მოიხსენიება; კომპანიას სახელი 4 ივლისს გადაერქვა და ”ალფა-კომი” დაერქვა) უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით“.

ოპონენტების თქმით, მათ ასევე აშფოთებთ მიმდინარე აუქციონის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ მან, როგორც პოტენციურმა ინვესტორმა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა მეტი ინფორმაცია მოეძია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე და მის მართვაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა მას უარი უთხრეს იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, ვიდრე ეს აუქციონის შესახებ განცხადებაში იყო მითითებული.

ჯანგირაშვილმა ეჭვები გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ უკვე იცის, ვისაც  უნდა გადასცეს კომპანია მართვაში და აუქციონი მხოლოდ ფორმალობაა.   

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ პროცესი „მთლიანად გამჭვირვალეა“.

„ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. საჭირო ინვესტიციის ოდენობა არის 12 მილიონი. და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იტყვის, რომ გააუმჯობესებს სერვისს და ახალ ტექნიკას შემოიტანს, მმართველობა გადაეცემა 4 წლით”, – განაცხადა მან.

ხელისუფლების გადაწყვეტილების ოპონენტები ასევე ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც 2015 წლის შუიდან ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელი ჯერჯერობით უცნობია და გაურკვეველია თუ ვინ იქნება ციფრული სიგნალით მაუწყებლობის გამავრცელებელი - ექნება თუ არა სატელევიზიო პროდუქტის მწარმოებელს უფლება თავად გადასცეს პროგრამები თუ არა. ოპონენტები შიშობენ, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ შექმნას მონოპოლია, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ციფრული სიგნალის გავრცელება.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შპს ”ალფა-კომის” კაპიტალი 10 2 მილიონი ლარია; მისი დებიტორული დავალიანება 7 მილიონ ლარამდეა, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 2,9 მილიონი ლარს შეადგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39