Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი აფხაზეთის არჩევნების მკაცრი საერთაშორისო დაგმობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'11 / 17:42

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის "ცინიკური აქტი“, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს.

„ამგვარი ქმედება ვერასდროს შეიძენს ლეგიტიმაციას და ვერასდროს განსაზღვრავს აფხაზეთის მომავალს... იმ პირობებში როდესაც დღეს აფხაზეთიდან გამოდევნილია სამი–მეოთხედი მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით, ძალისმიერი გზით, ეთნიკური წმენდის შედეგად; იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეს რეგიონი იმყოფება ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულია და იმართება და კონტროლდება სწორედ საოკუპაციო ძალების მიერ “, – განაცხადა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.

მან  საერთაშორისო თანამეგობრობას ამ „კონკრეტული აქტის ადეკვატური შეფასებისკენ“  მოუწოდა.

„მკაცრად დაგმოს იქ [აფხაზეთში] დღეს მიმდინარე პროცესი, ისე როგორც ამ პროცესების შედეგები და დარჩეს ერთგული იმ პრინციპების, რომლის დეკლარირებაც მუდმივად ხდება საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“,– განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩავიდნენ შეგნებულად, თუ გაუცნობიერებლად, "მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ“.

ვიცე–პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები არის "ფარსი", სადაც "ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპები არის დარღვეული".  

იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ დღის 3 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ, დაახლოებით, 49% შეადგინა. იმისათვის რომ არჩევნები შედგეს 143 735 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32