Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის ცესკო: ანქვაბი იგებს არჩევნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აგვ.'11 / 12:27


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ალექსანდრე ანქვაბი 26 აგვისტოს სოხუმის საარჩევნო უბანში ხმის მიცემისთვის პროცედურებს გადის.

ალექსანდრე ანქვაბმა მეორე ტურის ალბათობა თავიდან აიცილა მიიღო რა ხმათა 54.86% პარასკევს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა შაბათს სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ .

ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21.04%–ით მას სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზეა ოპოზიციონერი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა 19.83%–იანი მხარდაჭერით.

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ ხმათა უმეტესობა დათვლილია; მხოლოდ მთიან სოფელ ფსხუდან დარჩა მონაცემები მისაღები, თუმცა ეს ხმები საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ამ საარჩევნო უბანზე მხოლოდ 104 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მან ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 71.92% შეადგინა. ტაბაღუამ, რომელმაც პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ აქტივობა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო, ამჯერად აღნიშნა, რომ მისი ეს შეფასება მცდარი აღმოჩნდა, რადგან ახლა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ტაბაღუას თქმით, ხაჯიმბასა და შამბას მიერ გალის რაიონის სოფელ ბარღებში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები „უმნიშვნელოა“ და ის შედეგებზე ვერ იმოქმედებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი ლიდერის ინაუგურაცია ერთ თვის განმავლობაში შედგება.

რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ღამით მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეჩქარა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება და დაეცადა საარჩევნო დარღვევებზე არსებული ცნობების გადამოწმებამდე, უკვე მიულოცა კონკურენტს, ალექსანდრე ანქვაბს არჩევნებში გამარჯვება, ხოლო მიხეილ ლოგუას ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, იტყობინება „აფსნიპრესი“ შაბათს დილით ანქვაბის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით. 

უშუალოდ ხაჯიმბას ან მის საარჩევნო გუნდს, ისევე როგორც სერგეი შამბას, ჯერ–ჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. 

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა 27 აგვისტოს, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობისას არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47