Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 სექ.'11 / 19:37

სხვების მსგავსად, საქართველოც დაინტერესებულია იმაში, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) და ეს სწორედ წლის ბოლომდე მოხდეს, თუმცა პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესწევს რუსეთს უნარი კომპრომისებზე წამოვიდეს საქართველოსთან მოლაპარაკებებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 19 სექტემბერს. 

საქართველომ განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

„ცნობილია რომ მთელ რიგ სახელმწიფოებს დაინტერესება აქვთ, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეს მოხდეს სწორედ წლის ბოლომდე. ამ რიცხვს განეკუთვნება, სხვათა შორის, საქართველოც“, – განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვმო–ს გენერალური დირექტორის, პასკალ ლემის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ვმო–სკენ რუსეთის სწრაფვა დასასრულს უახლოვდება. 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც შესწევს უნარი, რომ რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ წლის ბოლომდე რუსეთის ვმო–ს წევრი გახდეს, „მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კონსტრუქციული იქნება რუსეთის ფედერაცია იმ მოლაპარაკებებში, რომელშიც ჩართულია საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად შესწევს მას უნარი, რომ კომპრომისებზე წამოვიდეს“. 

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა 16 სექტემბერს, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ დეკემბრის მინისტერიალზე რუსეთი ვმო–ს წევრი გახდეს „ძალიან სუსტია“, თუმცა შანსები „კვლავ არსებობს“.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების გზაზე არსებულ მოუგვარებელ საკითხებზე საუბრის შემდეგ, მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს სოჭში გამართული ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომ „სიტუაცია რთულია საქართველოსთან მიმართებაში“.

„რაიმე პროგრესს ვერ ვხედავ“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ მის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა 13 სექტემბერს, რომ მოსკოვს კვლავ იმედი აქვს, რომ ვმო–ს დეკემბრის მინისტერიალზე ორგანიზაციის წევრი გახდება.

„მხოლოდ ერთი პატარა საკითხი არსებობს, რომელიც ევროკავშირთან არ არის შეთანხმებული“, – იტყობინება „როიტერი“ კუდრინის სიტყვებზე დაყრდნობით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16