Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროფკავშირები ხელისუფლებას „რეპრესიების“ გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 სექ.'11 / 11:39

  • საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია გაფიცვის აქციის დაშლას გმობს;
  • სახალხო დამცველი პროკურატურას პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელისუფლება მისი წევრების წინააღმდეგ „რეპრესიების“ განხორციელებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის გაფიცვაში მონაწილე სამი მუშა დააპატიმრა. სამივე მათგანი იმ აქციის მონაწილეები იყვნენ, რომელიც 15 სექტემბერს საღამოს პოლიციის ჩარევის გამო შეწყდა.

იმ ღამეს ოცდაათზე მეტი გაფიცული დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს; თუმცა 18 სექტემბერს პოლიციამ სამი მუშა დააპატიმრა, რომლებიც „აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის თაობაზე სასამართლო სარჩელების მომზადების საკითხში“, განაცხადა საქართველოს პროფკავშირმა.

სამივე მათგანს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, წინ უძღოდა მათ მიერ ნარკოტესტის ჩატარებაზე უარის თქმა; ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს ისინი დამნაშავეებად ცნო და ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და დასძინა, რომ განაგრძობს საქმის შესწავლას.

18 სექტებერს სამი გაფიცულის დაკავების შემდეგ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ „აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს“. 

„ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგეს გვერდით ამ ბიჭებს, რადგან, გამორიცხული არ არის, ხვალ დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ დაგმო  პოლიციის მიერ 15 სექტემბერს გაფიცულების აქციის დაშლის ფაქტი. 

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპროტესტო წერილში საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ განაცხადა, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ არა მხოლოდ უგულებელყო ადგილობრივი პროფკავშირების მოწოდებები ქარხანაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხის განხილვის თაობაზე, არამედ სამსახურიდან დაითხოვა ის ექვსი მუშა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ პროფკავშირებთან, რაც 13 სექტემბერს სრულმასშტაბიანი გაფიცვის დაწყების მიზეზი გახდა.

„ამ სიტუაციაში მთავრობას უთანხმოების მოსაგვარებლად შუამავლობა უნდა ეცადა“, – ნათქვამია წერილში. „სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაუშვა ეს უკანონო ქმედება [ქარხნის ადმინისტრაციის მიერ], არამედ ფაქტიურად, ხელი შეუწყო მისი მიზნების მიღწევას გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების მეშვეობით. ეს ძალმომრეობაა“.

იმავდროულად, 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა მთავარ პროკურატურას 15 სექტემბრის აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებების გამოძიება დაიწყოს. მან პროკურატურას პოლიციის იმ ქმედებების გამოძიებისკენაც მოუწოდა, რომელსაც ქარხნის წინ 13 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, როცა პოლიციამ გაფიცულებს მოშიმშილეებისთვის კარვის გაშლის ნება არ დართო, იმის მიუხედავად, რომ კარავი ქარხნის შესასვლელს არ ბლოკავდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განაცხადა 17 სექტემბერს, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ კიდევ ოთხი მუშა დაითხოვა სამსახურიდან – ყველა გაფიცვის მონაწილე იყო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30