Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი და ცხინვალი აცხადებენ, რომ ტუვალუმ აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'11 / 17:17

სეპარატისტულმა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა განაცხადეს, რომ ისინი ტუვალუმ აღიარა – წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს საქართველომ გასულ წელს 12 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება აღუთქვა.

ტუვალუ მსოფლიოში მეოთხე უმცირესი ქვეყანაა, რომელიც 26 კვადრატულ კილომეტრზე მდებარეობს და რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 12 000-ს შეადგენს.

სოხუმმაც და ცხინვალმაც ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ინფორმაცია 23 სექტემბერს გაავრცელეს. მათი თქმით, ტუვალუს პრემიერ-მინისტრთან ვილი თელავისთან შეთანხმებას სოხუმში 18 სექტემბერს, ხოლო ცხინვალში 19 სექტემბერს მოეწერა ხელი. ტუვალუს პრემიერ-მინისტრს ეს თანამდებობა 2010 წლის დეკემბრიდან უკავია.

ხელმოწერის ცერემონიის პატარა ფოტო ”აფსნიპრესმა” თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

გაეროში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა ვერ შეძლო ამ ცნობის მაშინვე უარყოფა და დადასტურება, განუცხადა რა Civil.ge–ს ტელეფონით 23 სექტემბერს ნიუ–იორკიდან, რომ არ შეეძლო მის ელჩთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რადგან ელჩი თან ახლდა პრემიერ–მინისტრ ვილი თელავის ორმხრივ შეხვედრებზე, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მართავდა. მან იმის დადასტურება ან უარყოფაც ვერ შეძლო იმყოფებოდა თუ არა ბატონი თელავი ცხინვალსა და სოხუმში, მაგრამ აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ ტუვალუს პრემიერი რუსეთს სტუმრობდა.

შარშან სექტემბერში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც ტუვალუს მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში 12 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოეყო, რათა დაეფარა აშშ-დან ტუვალუში ”სამედიცინო ტვირთის გადაზიდვის ხარჯები”.

2011 წლის თებერვალში საქართველომ გაეროში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის საშუალებით დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ტუვალუსთან. ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ”მხარეები იხელმძღვანელებენ მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტუვალუს მიერ სოხუმის და ცხინვალის აღიარებაზე ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.    

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტუვალუ გაეროს მეექვსე წევრი სახელმწიფო გახდა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა.

იმ ექვს ქვეყანას შორის სოხუმი ასევე თვლის ვანუატუს (დანარჩენი ოთხია: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ); ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გაურკვეველია.    

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მაისში აღიარა, თუმცა ივნისის დასაწყისში წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულოვან სახელმწიფოში მთავრობის შეცვლის შემდეგ, მან ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია. მაგრამ შემდეგ ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა, ივნისის ბოლოს ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, განცხადება, რომელიც აფხაზეთის აღიარებას ადასტურებს, კვლავ არის გამოქვეყნებული ვანუატუს მთავრობის ვებგვერდის საწყის გვერდზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18