Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამი სადამკვირებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა სიების შემდგენ კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'11 / 19:29

სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია  – “სამართლიანი არჩევნები“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირების და გადამოწმების მიზნით ცოტა ხანში ჩამოყალიბდება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამგვარი კომისიის შექმნის თაობაზე საარჩევნო კოდექსში დამატება დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭისყრა ვერ მოახერხა კვორუმის არ ქონის გამო.   

კანონპროექტის თანახმად, კომისია, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს და მის მიერ 2012 წლის 1 ივლისისთვის ცესკოში წარდგენილი სია უნდა იყოს „ამომრჩეველთა ერთიანი სია".

მოქმედი კოდექსით, სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცესკო, რომელიც წელიწადში ოთხჯერ – მათ შორის 1 აგვისტოს –შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, მათ შორის სამოქალაქო რეესტრიდან, იღებს სიებზე განახლებულ ან ახალ მონაცემებს, რის საფუძველზეც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.  კანონის ეს ნორმა ძალაში რჩება და ასევე უცვლელად არის ასახული საარჩევნო კოდექსის ახალ პროექტშიც.

ლევან ვეფხვაძემ, დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, რომელიც მმართველ პარტიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში მომზადებული ამ ინიციატივის ერთ–ერთი ავტორია, 30 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ განიხილება საკითხი, რომ გადაიხედოს კომისიის შემადგენლობის ოდენობა და ის განისაზღვროს არა 21 წევრით, როგორც ეს ინიცირებულ ვარიანტშია გათვალისწინებული, არამედ არანაკლებ 21 წევრით, რათა „ეს პროცესი ღია იყოს და რაც შეიძლება მეტმა სუბიექტმა მიიღოს მასში მონაწილეობა“.

მან პარლამენტში ახლადშექმნილი ოპოზიციური ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ კითხვების პასუხად, კონკრეტულად ვერ დაასახელა ის თანხა, თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამგვარი კომისიის შექმნა და არც ის კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები ჩამოთვალა, რომლებიც ამ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა ვეფხვაძემ იქვე, აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება გააფორმეს, ამ კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.

“ვერ დაგადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ ერთად გააყალბებთ ამ სიებს... მაგრამ არ გენდობით,“– განუცხადა კოლეგას ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ფრაქციდან „ერთობა სამართლიანობისათვის“, მხედველობაში ჰყავდა რა შეთანხმების მონაწილე სუბიექტები.

კომისიის მუშაობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

„სამართლიანი არჩევნების“ ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ Civil.ge–ს 30 სექტემბერს განუცხადა, რომ მისი ორგანიზაციის „მანდატი და კომპეტენცია არ არის პასუხისმგებლობის აღება სიების ფორმირებაზე“.

„ჩვენ ამ ცვლილებების არსებულ რედაქციას არ ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ სიების ფორმირება უნდა განახორციელოს მუდმივმოქმედმა ორგანომ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ სიებზე მონიტორინგის განხორციელებას კვლავაც გეგმავს.

ანალოგიურ პოზიცია გააჩნიათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს. 

“ახალი ინსტიტუციის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკური პარტიებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით, არ მიგვაჩნია სწორად“, – განუცხადა საია–ს საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ Civil.ge-ს, „ეს არის ისეთი ფუნქცია, რომელიც მუდმივმოქმედმა ორგანომ უნდა გააკეთოს –ისეთმა მსხვილმა და კარგად აღჭურვილმა უწყებამ, როგორიც არის სამოქალაქო რეესტრი და არა 2012 წლის არჩევნებისთვის ერთჯერადად შექმნილმა კომისიამ, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები ცესკოსთან და სამოქალაქო რეესტრთან მიმართებაში ასევე ბოლომდე მკვეთრი არ არის“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ პავლე კუბლაშვილმა ამ სამი ორგანიზაციის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის გაგებით ეკიდება „მათ არჩევანს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ „იქნებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მიიღებენ მონაწილეობას“ კომისიის მუშაობაში.

„ეს მათი გადასაწყვეტია როგორი იქნება მათი მიდგომა – მათ ურჩევნიათ, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იმუშაონ ამ სიის საკითხზე, თუ უბრალოდ უნდათ, რომ პრეტენზიები წამოაყენონ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ ‘სია არ ვარგა’“, – განუცხადა კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან Civil.ge-ს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29