Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ ვმო–ზე რუსულ–ქართული მოლაპარაკებების "წარმატებით დასრულებისკენ" მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'11 / 13:35

აშშ–ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, რომლებიც 3 ოქტომბერს ვაშინგტონში რუსეთის პირველ ვიცე–პრემიერს იგორ შუვალოვს შეხვდნენ, იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. 

“ვიცე–პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების მიმართ და პრემიერ–მინისტრის მოადგილე შუვალოვი გაწევრიანების პროცესში რუსეთის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შეაქო“, – იტყობინება თეთრი სახლი 3 ოქტომბერს ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და შუვალოვს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. 

“ამ თვალსაზრისით, ვიცე–პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას“, – აცხადებს თეთრი სახლი. 

აშშ–ის წარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში რონ კერკმა, რომელიც ასევე შეხვდა შუვალოვს, იმედი გამოთქვა, რომ "დარჩენილი საკითხები, მათ შორის რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი დისკუსიების, დადებითად მოგვარდება, კონსტრუქციულად გადაწყდება და საშუალებას მისცემს რუსეთს მიაღწიოს თავის მიზანს და წლის ბოლომდე დაასრულოს ვმო–ზე მოლაპარაკებები", – განაცხადა რონ კერკის ოფისმა.   

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 7–8 ოქტომბერს გაიმართება

„სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, ჩვენ არ ველით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს რუსეთის ხისტი პოზიციის მიმართებით და არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე  მოქნილობა გამოიჩინოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 3 ოქტომბერს ბრიფინგზე. 

"თუ ეს [შეთანხმება] ვერ შედგა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ  ვერ შევუწყოთ ხელი მარტივად რომ ვთქვათ,  რუსეთის გაწევრიანების საკითხის გადაჭრას ამ რაუნდზე და უკეთეს შემთხვევაში, ალბათ მოსალოდნელია, რომ დიალოგმა გადაინაცვლოს მომავალ წელს“, – აღნიშნა მან.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10