Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ოქტ.'11 / 19:38

ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, თავისი ძველი მეგობარი ირაკლი ტრიპოლსკი პრესმდივნად დანიშნა.

ტრიპოლსკი, რომელიც პირველი ადამიანია, რომელიც საჯაროდ დასახელდა ბიზნესმენის მომავალი პოლიტიკური გუნდის წევრად, იმ ტელევიზიის დირექტორი იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა და რომელიც ამჟამად დახურულია. ივანიშვილი თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ დეტალურ განცხადებას 7 ოქტომბერს გააკეთებს.  

მე–9 არხი, რომელიც 1999 წელს გაიხსნა, 2004 წლის აპრილში მოულოდნელად, მიზეზების დაკონკრეტების გარეშე დაიხურა; იმ დროს ტელეკომპანიის დახურვას სპეკულაციები მოყვა იმის თაობაზე, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის სამაუწყებლო მედიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილი იყო და ამან აიძულა ივანიშვილი ტელეკომპანია დაეხურა.

2009 წლის დასაწყისში მე–9 არხს ჰქონდა მცდელობა განეახლებინა მაუწყებლობა და ტრიპოლსკიმ მაშინ განაცხადა, რომ განახლების შემთხვევაში არხი მხოლოდ გასართობ პროგრამებს გაუშვებდა, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიას სამაუწყებლო ლიცენზია ჩამოართვა იმ მოტივით, რომ ის წლების მანძილზე არ გასულა ეთერში.

ტრიპოლსკი, რომელსაც რამდენიმე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული, 2008 წლის თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ; თუმცა, სამ თვეში მან ეს თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების სასარგებლოდ საზოგადოების „მიკერძოებულ“ ინფორმირებას ახდენდა. 

რეაქციები ივანიშვილის განცხადებაზე

ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ბევრი პოლიტიკოსისა და მიმომხილველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ივანიშვილი საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა პიროვნულად მას ფაქტიურად არ იცნობს საზოგადოება.  

ივანიშვილის სავარაუდოდ ერთადერთი ინტერვიუ 2005 წლით თარიღდება, რომელიც მან რუსულ გაზეთ „ვედომოსტის“ მისცა. მისი მხოლოდ მცირე რაოდენობით ფოტო ან ვიდეოჩანაწერი მოიპოვება.  

პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა, რომელიც საკუთარ თავს „აპოლიტიკურ“ პიროვნებად აფასებდა, თავისი შეხედულება ქართული პოლიტიკური გარემოს შესახებ 2011 წლის მაისში გამოავლინა, როდესაც ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა მისი კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში

მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებული პირველი რეაქცია თავშეკავებული იყო. მათი თქმით, მათ ჯერ უნდა ნახონ, კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი.

ოპოზიციურ ფრონტზე რეაქციები განსხვავებული იყო. ზოგიერთები მიესალმნენ ამ ნაბიჯს, სხვები კი სკეპტიკურ ან თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებდნენ.

ქართული პარტია ალბათ ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც დაუფარავად მიესალმა ივანიშვილის განცხადებას. პარტიის თავმჯდომარემ და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა: „მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გულწრფელად გამიხარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს იმდენად დიდი ნდობა და  ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, რომ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში მისი ჩართვა აუცილებლად შეცვლის  ძალთა ბალანსს ქვეყანაში და ეს ცვლილება სააკაშვილის სასარგებლოდ არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია ავტორიტეტი და მის მიმართ არსებული ნდობა, ვიდრე ფინანსები“.

პოლიტიკური მიმომხილველების უმეტესობა თავიანთ განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში არსებულ ძალთა ბალანსს შეცვლის და ინერტულ პოლიტიკურ ცხოვრებას გამოაცოცხლებს, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ ფრონტზე.   

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას, რაც ივანიშვილის გეგმები გახდება ცნობილი. უმეტესი ოპოზიციური პოლიტიკოსების მსგავსად, მანაც აღიარა ივანიშვილის მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი უფრო სკეპტიკური იყო თავის განცხადებებში. მისი თქმით, ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის არც თუ წარმატებული გამოცდილება არსებობს საქართველოში.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ უახლესმა წარსულმა აჩვენა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ბიზნესმენი, მაგრამ არა კარგი პოლიტიკოსი. იგი გარდაცვლილ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა.

ახალი მემარჯვენეების კიდევ ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება დამოუკიდებელია და არ არის ნაკარნახევი მოსკოვიდან, სადაც მან თავისი მილიარდები იშოვა. ანალოგიური კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმაც.

ივანიშვილის გეგმების ერთ–ერთი უმთავრესი კითხვა უკავშირდება იმას, თუ რა გუნდს დაეყრდნობა ის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისას; ასევე გაურკვეველი რჩება ის საჯარო ფიგურა გახდება, თუ უბრალოდ თავისი ავტორიტეტითა და ფინანსური შესაძლებლობებით დაეხმარება პარტიას ისე, რომ თავად კვლავ ჩრდილში დარჩეს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38