Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლების თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'11 / 16:12

ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წინა კვირას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, საქართველოს მოქალაქე არ არის, განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 11 ოქტომბერს.

სპეციალურ განცხადებაში, სააგენტო აღნიშნავს, რომ „ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“ – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღო ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა და ამის შედეგად როდის დაკარგა მან საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა“.

ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის უარს ამბობს "ორმაგ მოქალაქეობაზე" და უახლოეს დღეებში ჩააბარებს როგორც რუსეთის, ისე საფრანგეთის პასპორტებს. 

თავის პოლიტიკურ ამოცანებზე მან განაცხადა, რომ გეგმაში აქვს პარტიის შექმნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების "აბსოლუტური უმრავლესობით“ მოსაგებად, რის შემდეგაც პრემიერ–მინისტრობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს. მისი თქმით, რუსეთთან კავშირებზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, 5.5 მლრდ აშშ დოლარად შეფასებული მისი აქტივების იმ მესამედს, რომელიც რუსეთში აქვს განთავსებული, 2012 წლის არჩევნების დაწყებამდე გაყიდის.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. პარტიას ასევე ეკრძალება ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისაგან.

მოქალაქეობა აუცილებელი პირობაა ასევე ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობისთვის, მათ შორის პარლამენტის წევრად კენჭისყრისთვის. დეპუტატად აირჩევა კანდიდატი,  რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და უკანასკნელი 2 წელი ცხოვრობს საქართველოში.

2004 წლიდან საქართველოს კონსტიტუცია უფლებას აძლევს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო ამ საკითხების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ, ნათქვამია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში.

კანონმდებლობის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეოების საკითხზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება (უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულება) შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
58