Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს 1 აგვისტოს მონაცემებით, ‘ბიძინა ივანიშვილი’ ჭორვილას საარჩევნო უბნის სიაშია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'11 / 19:54

ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი შესულია საჩხერის ოლქის სოფელ ჭორვილას საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომელიც ცესკოს ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ამომრჩეველთა ამ სიაზე მითითებულია რომ ის შედგენილია 2011 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.

“ივანიშვილი ბიძინა 18.02.1956 სოფ. ჭორვილა 50.11  სოფ. ჭორვილა, საჯარო სკოლა“ – ასეთი ერთადერთი რეკვიზიტია ჭორვილას ამომრჩეველთა სიაში დაფიქსირებული და ემთხვევა ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის რეკვიზიტებს. 

კანონის მიხედვით, საარჩევნო სიებში მხოლოდ ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები შეჰყავთ.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის სახელი იძებნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ვებ-გვერდზე, სადაც მოიპოვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რამოდენიმე განცხადება, რომელთა წარმებაც 2011 წლის 27 სექტემბერს დასრულდა და სადაც ივანიშვილი ფიგურირებს. უძრავ ნივთზე ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ამ განცხადებებში ბიძინა ივანიშვილის პირადი ნომერი ემთხვევა იმ ნომერს, რომლითაც იგი საარჩევნო სიაში იძებნება. რაც იმაზე მიუთითებს რომ ივანიშვილი სულ ცოტა 27 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქ იყო.

სამოქალაქო რეესტრმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება წინა კვირაში გააკეთა, საქართველოს მოქალაქე არ არის მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თუმცა რეესტრი იმავე განცხადებაში არ აკონკრეტებს თუ, როდის შეუწყდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. Civil.ge-იმ ამ დრომდე ვერ შეძლო სამოქალაქო რეესტრიდან პასუხის მიღება თუ როდის დაიწყეს ამ საქმეზე წარმოება და როდის შეუწყდა ივანიშვილს მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

თუმცა ამავე კანონის თანახმად, მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც „ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30