Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან შეხვედრების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ოქტ.'11 / 17:30

ბიძინა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან პირველ შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები შეათანხმა, ხოლო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ მათთან "სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში დარწმუნებულია".

“შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ ბიძინა ივანიშვილისა და ალასანიას შეხვედრის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს.

„ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრების შედეგებით და დარწმუნებულია რესპუბლიკურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში“, – აცხადებს მისი პრესსამდივნოს სპეციალურ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ოთხშაბათს ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს უმასპინძლა, რომლებთანაც „გამოვლინდა იდენტური ხედვა ქართულ სინამდვილეში ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალების როლსა და ფუნქციებზე“ და ასევე „დიდი დრო დაეთმო პრესაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული საკითხების განხილვას“.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის „ძალზე აგრესიულ კომენტარებს“, რომლებიც მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგაც გაკეთდა, საგანგებოდ გაუსვა ხაზი. 

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ "მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად" ბიძინა ივანიშვილთან.

შეხვედრის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს "მკაფიოდ გამოკვეთილი ხედვები გააჩნია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“.

„მის წერილში ვანო მერაბიშვილის მიმართ რაღაც ისეთი შესაძლო თანამშრომლობის კონტურები გამოჩნდა. ჩვენ კატეგორიულად ვთქვით, რომ შეუძლებელია რესპუბლიკური პარტია იყოს იქ, სადაც შეიძლება იყოს ან მერაბიშვილი, ან სააკაშვილი ან ბოკერია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ნაწილს უთმობს  პერსონალურ მიმართვას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისადმი, რომელსაც ახასიათებს, როგორც „კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას“. იგი მოუწოდებს „ვანოს“ ურჩიოს პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგეს და თუ ის ამ რჩევას არ გაიზიარებს, მაშინ თავად დატოვოს მინისტრის პოსტი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33