Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორი ამერიკელი სენატორი რუსეთთან ვმო-ზე მოლაპარაკებებში თბილისის პოზიციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'11 / 12:10

ორმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის წევრობაზე თანხმობის მიცემამდე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და ვაჭრობის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის რონ კერკის სახელზე გაგზავნილ წერილში, სენატორები როი ბლანტი და ჯეიმს ინჰოუფი ამბობენ: “გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა საბაჟო პროცესის მეშვეობით მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის რაიმე ნიშნის შენარჩუნებას მაინც”.

”ამგვარი აღიარების გარეშე, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა რუსეთის მიერ იარაღის ძალით დაკანონებული ახალი საზღვრის საერთაშორისო რატიფიცირების ტოლფასი იქნება. ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ასეთი შედეგი შედიოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში”, - ნათქვამია სენატორების წერილში.

სენატორების წერილი წინ უსწრებს რუსეთსა და საქართველოს შორის მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს, რომელიც 20 ოქტომბერს იმართება.

”საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ვერ დათანხმდება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, თუ არ განთავსდებიან დამკვირვებლები (ელექტრონული დაკვირვების საპირწონედ) საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საქართველოს საზღვრებზე [სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში]. საქართველო დათმობაზე წავიდა, როცა განაცხადა, რომ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ საერთაშორისო და არა ქართველი, მებაჟეები”, - ნათქვამია წერილში.     

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 19 ოქტომბერს, რომ რუსეთი ”გადაიტანს”, თუ ვერ გახდება ვმო-ს წევრი.

”რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ [ვმო-ს წევრობისთვის], მაგრამ თუ გვეტყვიან, რომ ჩვენ შესაფერისები არ ვართ რაღაც მიზეზის გამო, ჩვენ ამას გადავიტანთ. ეს სავსებით ნათელია და მე აბსოლუტურად გულწრფელი ვარ”, - იტყობინება ”რია ნოვოსტი” მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს ვმო-ს გაწევრიანების პროცესში, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ინტერესი. ეს სხვადასხვა ბიზნესების, უცხოური ბიზნესის ინტერესებში და საერთაშორისო ვაჭრობის ნაკადის სწორი რეგულირების ინტერესებშია. ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა”, - დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14