Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი რუსეთს და საქართველოს ვმო–ზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ოქტ.'11 / 11:47

  • ლავროვი: საქართველო ვმო–შო გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, რომელმაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების პირობებზე რუსეთთან შეთანხმების შესახებ გააკეთა განცხადება, მოუწოდა თბილისს და მოსკოვს მალე მოაგვარონ ვმო–სთან დაკავშირებული დავა. 

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საბოლოო მოუგვარებელ ორმხრივ საკითხებზე, რითიც გზა გავუხსენით რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გიუხტმა 21 ოქტომბერს.

„ახლა ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმების მისაღწევად. მოვუწოდებ ორივე მხარეს განაგრძონ თავიანთი ძალისხმევა, რათა მიაღწიონ საკითხის მოგვარებას კომპრომისის გზით. ევროკავშირი მზად არის ის დახმარება აღმოუჩინოს, რომელიც ამ საკითხის მოგვარებას სჭირდება“, – დასძინა მან.

საქართველომ განაცხადა, რომ შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა, რადგანაც მოსკოვი კვლავ ეწინააღმდეგება იმ მექანიზმების მიღებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ვაჭრობის „სრულ გამჭირვალობას“ უზრუნველყოფს. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მომავალი კვირის დასაწყისში იგეგმება.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 21 ოქტომბერს მოსკოვში, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანდეს ვმო–ში.

„თუ ვმო–ს საწესდებო დოკუმენტებით ვიხელმძღვანელებთ, საქართველოს პოზიცია დაბრკოლებას არ წარმოადგენს. არსებობს მეთოდები, რომლებიც გათვალისწინებულია ვმო–ს საწესდებო დოკუმენტებით, რათა ჩვენი ვალდებულებები ვმო–ს ყველა წევრის მიმართ, საქართველოზე არ ვრცელდებოდეს“, – განაცხადა ლავროვმა რუსეთის სამ რადიოსადგურთან ინტერვიუში.

ლავროვმა წელს უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვმო–ს პროცედურები საშუალებას აძლევს მსურველ ქვეყანას ორგანიზაციაში კენჭისყრით გაწევრიანდეს. აშშ–ის ოფიციალურმა პირებმა ასევე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ ემხრობა ამ საკითხის კენჭისყრით გადაწყვეტას და სანაცვლოდ ორივე მხარეს მოუწოდებს მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ შეთანხმებას. აშშ–ის მომავალმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა, რომელიც თეთრი სახლის მთავარი მრჩეველია რუსეთის პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა 12 ოქტომბერს, რომ ვმო–ზე რუსეთისთვის „საქართველოს გვერდის ავლის არანაირი შანსი არ არსებობს“.     

აშშ–ის წარმომადგენელმა ვაჭრობის საკითხებში რონ კერკმა განუცხადა Reuters Insider–ს 21 ოქტომბერს, რომ ვაშინგტონი მზად არის იმუშავოს რუსეთთან და საქართველოსთან ვმო–სთან დაკავშირებულ დავაზე.

„მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც პატიოსანი შუამავალი. რუსეთისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ენა გამონახონ, რათა წინ წავიწიოთ“, – განაცხადა კერკმა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–მა რუსეთთან თავისი ორმხრივი საკითხების „უმეტესობა“ მოაგვარა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14