Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადვოკატი: ივანიშვილი ჯერ არ აპირებს მიმართოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭებისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ოქტ.'11 / 16:54

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ჯერ არ აპირებს მიმართოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით, თუმცა 21 ოქტომბერს უკვე შეიტანა სარჩელი საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მას საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს შეუწყდა, განუცხადა დღეს Civil.ge-ს ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, უკვე დაწყებულია ოფიციალური პროცედურები ბიძინა ივანიშვილისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით, რასაც, მისი თქმით, „დიდი ხანი არ დასჭირდება“. 

მან ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არ აპირებს უარის თქმას საფრანგეთის მოქალაქეობაზე თუნდაც იმ მოტივით, რომ ასეთი ნაბიჯი გაართულებს რუსეთის პასპორტის ჩაბარების პროცედურას.

ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოში პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილობაზე პროცესი შესაძლოა "თვეები" გაგრძელდეს, მითუმეტეს თუ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გახდება გასასაჩივრებელი.

თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე მოხდეს პრეზიდენტისთვის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო მოქალაქეობის მიღების თაობაზე.

მოქალაქეობის არ ქონა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის დაარსების, დაფინანსების და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას ართმევს.

ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა იყო ოპონენტის წინააღმდეგ „პოლიტიკურად მოტივირებული“ და სამართლებრივი პროცედურების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის იმის გამოც, რომ ამ პროცედურის განხორციელებისას ივანიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი პოზიცია და უფლებები.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან და იქვე დასძინა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება მოქალაქეობის მიღების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც სააგენტომ შეიტყო მილიარდერის 7 ოქტომბრის წერილობითი განცხადებიდან,  სადაც ის აცხადებდა, რომ „უახლოეს დღეებში“ ჩააბარებდა რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტებს, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მან საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო.

კანონის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.

ივანიშვილთან ერთად, მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძესაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რომელსაც, ბესელიას ინფორმაციით, უკვე ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

“ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 2004 წლის ივნისის განკარგულებით თანახმად, "სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე" მიანიჭა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცნობილ ქართველებთან ერთად.

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, პრეზიდენტმა განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიანიჭოს თუ არა განმცხადებელს მოქალაქეობა.

ამავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29