Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'11 / 12:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც სარჩელის განხილვამდე დრობითი ღონისძიების სახით პრეზიდენტის იმ ბრძანებულების შეჩერებას ითხოვდნენ, რომლითაც მილიარდერ ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილის და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა 24 ოქტომბერს.

ივანიშვილმა სასამართლოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელით  21 ოქტომბერს მიმართა. სარჩელს ასევე ერთვოდა შუამდგომლობა, რომელიც სარჩელის განხილვამდე პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერებას ითხოვდა, განაცხადა შალვა თადუმაძემ და დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

იმავდროულად, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო 25 ოქტომბერს იტყობინება, რომ ივანიშვილის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ და მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ბრიუსელში სტუმრობის ფარგლებში მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, “ბანკ ქართუსთან” დაკავშირებული ინციდენტი და „ივანიშვილის გარემოცვაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები“ ევროკომისიაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს გააცნეს. მათ ინფორმაცია მიაწოდეს ასევე Amnesty International-ის ოფისს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46