Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვმო–ზე რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'11 / 11:11

აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა 25 ოქტომბერს, რომ „შემაშფოთებელი ინფორმაციები“ ვრცელდება იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია „ზეწოლას ახდენს საქართველოზე“, რათა ის არ შეეწინააღმდეგოს  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას.

Heritage Foundation–ში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით გადატვირთვის რისკები გამოსვლისას ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–სთან დაკავშირებული ჩიხი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“ უნდა გადაილახოს.  
 
„მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ვმო–ს საკითხზე რაიმე ქმედება მხედველობაში მისაღები“, – განაცხადა ბეინერმა. პრეზიდენტი სააკაშვილი პირველი უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო, რომელსაც ბეინერი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის რანგში 2011 წლის იანვარში შეხვდა.

საქართველო აცხადებს, რომ რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ არსებობს, რადგანაც მოსკოვი კვლავ ეწინააღმდეგება იმ მექანიზმების მიღებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ვაჭრობის „სრულ გამჭირვალობას“ უზრუნველყოფს.

თეთრი სახლი: „აშშ „ურყევი“ რჩება საქართველოს მიმართ აღებულ ვალდებულებებში“

ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ტომი ვიეტორმა სპიკერის საპასუხოდ განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია „ურყევი რჩება თავის ვალდებულებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, როგორც კერძო არხებით, ისე საჯარო განცხადებებში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მანამ არ დაუჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, სანამ რუსეთი და საქართველო არ მიაღწევენ შეთანხმებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – იტყობინება Associated Press–ი ვიეტორის სიტყვებზე დაყრდნობით.

ასევე 25 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადების შემდეგ, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან აშშ–ის დიალოგის მთავარი საკითხია „ყველა დონეზე“.

„ჩვენ ვაღიარებთ მის [საქართველოს] სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ამის თაობაზე ნათლად განვაცხადეთ რუსეთთან. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უთანხმოება გვაქვს. როგორც ყოველთვის ვამბობდით გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ ერთად, სადაც შეგვიძლია, მაგრამ აბსოლუტურად ნათელი პოზიცია გვექნება იქ, სადაც ვერ ვთანხმდებით“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა 24 ოქტომბერს, რომ საქართველოზე მისი დასავლელი პარტნიორები არ ახდენენ ზეწოლას, რომ მან თანხმობა განაცხადოს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იქნას და იმავდროულად, საქართველოს ლეგიტიმური მოთხოვნა“, – განაცხადა კალანდაძემ.

გასულ კვირას ორმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები ვმო–ში  რუსეთის წევრობაზე თანხმობის მიცემამდე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და ვაჭრობის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის რონ კერკის სახელზე გაგზავნილ წერილში, სენატორები როი ბლანტი და ჯეიმს ინჰოუფი ამბობენ: “გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა საბაჟო პროცესის მეშვეობით მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის რაიმე ნიშნის შენარჩუნებას მაინც”.

„ამგვარი აღიარების გარეშე, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა რუსეთის მიერ იარაღის ძალით დაკანონებული ახალი საზღვრის საერთაშორისო რატიფიცირების ტოლფასი იქნება. ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ასეთი შედეგი შედიოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში”, - ნათქვამია სენატორების წერილში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11