Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანიშვილის პრესკონფერენციის ანონსირებას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'11 / 17:15

საზოგადოებრივი მაუწყებელი ადასტურებს მზადყოფნას, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს პრესკონფერენცია, რომელსაც პოლიტიკაში წასული მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 1 ნოემბერს 16 საათზე გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ არ აპირებს თავის ეთერში ამ ღონისძიების ანონსირებას.

ეს განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ივანიშვილის პრესსამდივნომ, მისი თქმით, 24 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მოუწოდა მაუწყებელს წერილობით დაედასტურებინა, რომ მზად არის „მოახდინოს საკუთარი მაყურებლის ინფორმირება  პრესკონფერენციის თარიღისა და მისი ხანგრძლივობის (30-40 წუთი) შესახებ“.

“რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის პრეტენზიას, რომ თითქოს ბრიფინგის ანონსირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს არ ახდენს ცალკეული პირების ბრიფინგების ინდივიდუალურ სატელევიზიო ანონსირებას“, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული „იწვევს ეჭვს, რომ ივანიშვილს თავად აღარ სურს პრესკონფერენციის ჩატარება და ამის საბაბად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს“.

ამ თემაზე გავრცელებულ ორივე განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს გაავრცელა, დადასტურებულია ივანიშვილის „მზაობა- შეხვდეს და უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს“ პირდაპირ ეთერში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27