Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპელი დიპლომატი: თბილისი, მოსკოვი ვმო-ზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'11 / 15:51

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი თბილისსა და მოსკოვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) დაკავშირებით მოუწოდებს, რომ „უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულონ შეთანხმების მიღწევის პროცესი“.

“კმაყოფილებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და საქართველო ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რაც, ჩვენი აზრით, ძალზე სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის“, – განაცხადა ფილიფ დიმიტროვმა 28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, "ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას შვეიცარიის შუამდგომლობით მიმდინარე  ძალისხმევას, რომლის წყალობით საკითხის დადებითად გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა“.

"ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო  ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება წელს, ვმო–ს მინისტერიალზე იქნება მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
თბილისმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ დათანხმდა შვეიცარიელი შუამავლების მიერ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, რომელზეც რუსეთს თავისი პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს.

ამ წინადადების ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს კომპრომისული წინადადება კვლავ გულისხმობს ორ მთავარ კომპონენტს, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია სადავო საზღვრებზე გამჭირვალე ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის – ეს არის საერთაშორისო მონიტორინგი და მონაცემთა ელექტრონული გაცვლა.

მისი თქმით, წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, რათა შენარჩუნდეს სტატუსის მიმართ ნეიტრალური მიდგომა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ “New York Times”–ს განუცხადა, რომ კომპრომისული წინადადება გულისხმობს, რომ კერძო კომპანია განათავსებენ დამკვირვებლებს საზღვრის რუსულ და ქართულ მხარეს, თუმცა არა სეპარატისტული რეგიონების შიგნით, ტვირთების მონიტორინგის მიზნით. ბოკერიას თქმით, კონტრაქტორ ფირმებს დაიქირავებს ნეიტრალური მესამე მხარე, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად შვეიცარია ან ევროკავშირი.

თავდაპირველად, საქართველოს სურდა, რომ მისი მებაჟეები რუსეთთან საზღვრის აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მონაკვეთებზე განთავსებულიყვნენ; შემდეგ უკვე თბილისი საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას ითხოვდა.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10