Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ‘სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ოქტ.'11 / 12:54

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 28 ოქტომბერს, რომ საქართველოში „ერთ–ერთი სერიზული ოპოზიცია“ ცდილობს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, თუმცა ამგვარი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგანაც მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა.

„საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს. ვფიქრობ, წარსულში დაბრუნება აქ არავის უნდა, თუმცა, შესაძლოა, მოქალაქეების 10-15%-ს უნდოდეს, მაგრამ ეს მომაკვდავი მენტალიტეტია და უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელ ბიზნესმენებთან და უკრაინის ვიცე–პრემიერთან სერგეი ტიგიპკოსთან შეხვედრაზე თბილისში.

ეს ციტატა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შესახებ გავცელებული პრეს–რელიზიდაა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის ვის გულისხმობს „სერიოზულ ოპოზიციაში“; თუ ეს მინიშნება ბიძინა ივანიშვილს ეხება, ამგვარი განცხადება სააკაშვილის პირველ საჯარო კომენტარად შეიძლება ჩაითვალოს ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკაში წასვლის თაობაზე.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ“ და რომ პრობლემები კვლავ რჩება, მაგრამ საქართველომ რეფორმების გზით პროგრესს მიაღწია და ქვეყნის განვითარების პროცესი შეუქცევადია.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30