Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის და შვეიცარიის პრეზიდენტებმა ვმო–ზე იმსჯელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 ოქტ.'11 / 10:20

შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი–რეი, რომლის ქვეყანაც შუამავლის როლს ასრულებს რუსეთ–საქართველოს შორის ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, 30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

„დღეს განვიხილავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ ჩვენ იმ სიტუაციის განხილვაც გვინდა, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა მედვედევმა შეხვედრის დაწყებამდე.

„მინდა მადლობა გადავუხადო შვეიცარიის კონფედერაციას იმ ძალისხმევის გამო, რომელსაც ის ახორციელებს როგორც შუამავალი, რათა გაამარტივოს რუსეთის გაწევრიანება ვმო–ში“, – დასძინა მან.

მიშელინ კალმი–რეიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა „ნაყოფიერი იქნება და შედეგები საშუალებას მისცემს რუსეთს წლის ბოლოსთვის, დეკემბერში გაწევრიანდეს ვმო–ში“. 

„ეს ჩვენც ძალიან გვინდა“, – განაცხადა მედვედევმა საპასუხოდ.

კალმი–რეის რუსეთში ვიზიტამდე სამი დღით ადრე თბილისმა განაცხადა, რომ ის შვეიცარიის მიერ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა.
  
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, რათა შენარჩუნდეს სტატუსის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ქართული მხარის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიას ნეიტრალური მესამე მხარე დაიქირავებს.

რუსეთმა განაცხადა, რომ მას წინადადების განსახილველად და პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე სჭირდება.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15