Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის თქმით, საქართველოსთან ვმო–ზე შეთანხმება მიღწეულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ნოე.'11 / 11:16

რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაქსიმ მედვედკოვმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა მიაღწია შეთანხმებას თბილისთან ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში. 

თავდაპირველი ცნობები, რომლებიც რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, მოიცავდა შეთანხმების მცირე დეტალებს, მაგრამ შემდგომ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, როგორც ჩანს, შეთანხმება ეფუძნება შვეიცარიელი შუამავლების მიერ წარდგენილ წინადადებებს, რომლებსაც საქართველო გასულ კვირას დაეთანხმა.

„იტარ–ტასსი“ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით  იტყობინება, რომ ორმხრივი შეთანხმების პროექტი „ეფუძნება ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონცეფციას და არ სცდება რუსეთის პრინციპულ პოზიციებს“.

“ის შეესაბამება რეგიონში შექმნილ რეალიებს და არ ეწინააღმდეგება ვმო–ს ნორმებს“, – განაცხადა მედვედკოვმა და დასძინა, რომ შეთანხმების მიხედვით, კერძო კომპანია იქნება მოწვეული ვაჭრობის მონაცემების აუდიტის მიზნით, რომლის შედეგებსაც საქართველო და რუსეთი გააგზავნიან ვმო–ს მონაცემთა ბაზაში. კერძო კომპანია, მისი თქმით, ასევე დაეხმარება რუს და ქართველ მებაჟეებს ადმინისტრირების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

Associated Press-ისთვის გაკეთებულ ცალკე განცხადებაში მედვედკოვმა უფრო დეტალურად ისაუბრა და იმ შეთანხმების კომპონენტები ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს მიერ გასულ კვირას მიღებული შვეიცარიული წინადადების ნაწილია.

მისი თქმით, ნეიტრალური კომპანია საქართველოს და რუსეთს შორის ვაჭრობის, ასევე რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს შორის ვაჭრობის საბაჟო შემოწმებას განახორციელებს.

„ეს მოიცავს ჩვენს ვაჭრობას, რომელიც რუსეთიდან პირდაპირ საქართველოში ხორციელდება“, – განაცხადა მედვედკოვმა, „ეს ასევე ეხება სავაჭრო ტვირთებს, რომელიც რუსეთიდან საქართველოში მოდის და პირიქით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით; ასევე იმ ტვირთებს, რომელიც გადის რუსეთის საბაჟო ტერიტორიიდან, თუმცა არ შედის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე“.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი კომპანია ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესახებ მონაცემებს შეამოწმებს.

საქართველოს რუსეთის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ქართველი მომლაპარაკებლები, რომლებიც ჟენევაში 2 ნოემბერს გვიან გაემგზავრნენ, თავის რუს კოლეგებს ხუთშაბათს შეხვდებიან. 

ქართველი მომლაპარაკებლები აცხადებენ, რომ შეთანხმების თანახმად, კერძო კომპანიას, რომელიც ვაჭრობას გააკონტროლებს, შვეიცარია დაიქირავებს. საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს დამკვირვებლები არ განთავსდებიან დერეფნების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განთავსდებიან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით. ეს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც  თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის.
 
წინადადება ასევე ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფანს ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომელიც ერთ–ერთი მომლაპარაკებელია, განაცხადა ჟენევაში გამგზავრებამდე, რომ ყველა ტექნიკური დეტალი და პროცედურა რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების ხელმოსაწერად 10 ნოემბრამდე დასრულდება.

ვმო–ს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის საკითხზე მუშაობს, არაფორმალურ შეხვედრას 7–8 ნოემბერს გამართავს, რასაც 9–10 ნოემბერს ჯგუფის ოფიციალური შეხვედრა მოყვება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12