Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ნოე.'11 / 15:56

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას სახელწოდებით „ქართული ოცნება“ აფუძნებს, რომლის პრეზენტაციაც 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში შედგება.

“საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს,“– იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 3 ნოემბერს, „მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება არ აქვს, ვინაიდან ოქტომბრის დასაწყისში პოლიტიკაში წასვლისა და პარტიის შექმნის გეგმებზე გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ მას პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამავე მიზეზით მას არ აქვს უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ან დააფინანსოს პარტია.

თუმცა მას, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ისეთივე უფლებას აძლევს დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანება და იყოს მისი წევრი, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. საზოგადოებრივი მოძრაობა არაკომერციული იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირდება.

ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, ახალი მოძრაობის პრეზენტაციისთვის დარბაზის გამოყოფის მიზნით ივანიშვილის თანაშემწე  ფილარმონიის ხელმძღვანელობას 4 ნოემბერს მიმართავს.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი ფიგურირებს იმ ნუსხაში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედება გასწია. „ქართუ ჯგუფის“ ინფორმაციით, ივანიშვილმა 2010 წელს ფილარმონიის რეაბილიტაციაზე 2 120 203 ლარი დახარჯა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24