Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველის თქმით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'11 / 16:03

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მან 20 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა.

აღნიშნულზე წერილობით განცხადება სახალხო დამცველმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 4 ნოემბერს გავრცელდა ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას მიმართვა გიორგი ტუღუშის მიმართ, სადაც მას სთხოვს „მოკლე დროში“ შეისწავლოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და შეაფასოს ეს ფაქტი.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მისმა ოფისმა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარისგან გიორგი ვაშაძისგან ამ საკითხზე ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს გამოითხოვა, რაზეც პასუხი ორი კვირის შემდეგ – 3 ნოემბერს მიიღო.  ტუღუშის თქმით, მან ეკა ბესელიას 3 ნოემბერს აცნობა, რომ მისი ოფისი უკვე სწავლობს ამ საქმეს.

“საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“– ნათქვამია ობუდსმენის ოფისის მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9