Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კაპანაძე: ‘ვმო–ზე რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ნოე.'11 / 12:22


პრეზიდენტი სააკაშვილი 3 ნოემბერს ყვარელში, თავისი სახლის ეზოში გაშლილ საქართველოს რუკასთან დგას. რუკაზე ის ხსნის, თუ სად განლაგდებიან კერძო კომპანიის დამკვირვებლები სავაჭრო ტვირთების მონიტორინგის მიზნით. მისი თქმით, რუსეთთან ვმო–ზე შეთანხმება საქართველოს „დიპლომატიური გამარჯვებაა“. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ვებ–გვერდი.

საქართველოს წარმომადგენელმა შვეიცარიის შუამავლობით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე (ვმო) რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში, სერგი კაპანაძემ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება დასაზუსტებელი, რომლებიც მომდევნო ხუთ დღეში უნდა მოგვარდეს.

„რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. "მოხარული ვართ, რომ მათ [რუსულმა მხარემ] საბოლოოდ მიიღეს შვეცარიული წინადადება“.

მისი თქმით, შეთანხმების ტექსტი იმის ანალოგიურია, რასაც საქართველო გასულ კვირას დათანხმდა.

კაპანაძემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ტექნიკური სამუშაო რჩება ჩასატარებელი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ რაიმე გართულებებს ადგილი არ ექნება, რადგანაც ტექსტი უკვე შეთანხმებულია. 

მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას შვეიცარიელი შუამავლები იმ მანდატის შესახებ ტექსტს წარმოადგენენ, რომელიც ნეიტრალურ კერძო კომპანიას მიენიჭება.

შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს დამკვირვებლები არ განთავსდებიან დერეფნების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განთავსდებიან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით. გასულ კვირას საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სავაჭრო დერეფნები, რომლებიც  თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის. წინადადება ასევე ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ მათ ასევე მოუწევთ იმ კონტრაქტის ტექსტის შეთანხმება, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა უნდა მოაწერონ ხელი მონიტორინგის განმახორციელებელ კომპანიასთან.

მისი თქმით, შეთანხმებას 10 ნოემბრამდე უნდა მოეწეროს ხელი. სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი რუსეთის გაწევრიანებაზე ვმო–ს სამუშაო ჯგუფის ოფიციალური შეხვედრა.

ვმო–ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ. როგორც მოსალოდნელია, შეხვედრაზე რუსეთის გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის პროექტი უნდა დამტკიცდეს – ეს არის საკმაოდ მოცულობითი ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობებს.

კაპანაძის თქმით, მხარეებმა ასევე შეათანხმეს რუსეთის გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ტექსტი, რომელიც საქართველოს წინაშე მის ვმო–სთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეხება. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11