Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: ‘ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ნოე.'11 / 14:50

მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს წევრობა საქართველოსთვის ძალიან შორეულ პერსპექტივად გადააქცია; თუმცა, მისი თქმით, იგი ამ მიმართულებით „აქტიურად იმუშავებს“, რადგანაც ალიანსში გაწევრიანებას საქართველოსთვის „ალტერნატივა არ აქვს“.

„ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უმნიშველოვანესია“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 7 ნოემბერს გამოქვეყნდა. „სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორს გადასწია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთან არა მარტო სამხედრო პარტნიორობა, არამედ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მათი გაძლიერების შეუქცევადი პროცესი მიაჩნდა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად. საქართველომ კი უკან გადადგა ნაბიჯები“.

„ნატოსთან პარტნიორობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო გავაღრმავოთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობით“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ნატოში გაწევრებისთვის, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს“, – დასძინა ივანიშვილმა.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში.     

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34