Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის ოპოზიციური ჯგუფები რუსეთ–საქართველოს შორის ვმო–ზე შეთანხმებას აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'11 / 16:21

სეპარატისტული აფხაზეთის ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–ზე მიღწეული ჯერ კიდევ ხელმოსაწერი შეთანხმება გააკრიტიკა, კერძოდ კი ის ნაწილი, რომელიც საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგს ეხება.

აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირმა „არუაამ“ და აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა აღნიშნეს 7 ნოემბერს გაკეთებულ დამოუკიდებელ განცხადებებში, რომ საერთაშორისო მონიტორინგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დაკნინების ტოლფასი იქნება, იტყობინება „აფსნიპრესი“.

აგვისტოში გამართულ ვადამდელ არჩევნებზე ორივე ამ ჯგუფმა ოპოზიციურ კანდიდატს, რაულ ხაჯიმბას დაუჭირა მხარი. ამ უკანასკნელმა ხმების, დაახლოებით, 20% მიიღო.

რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან, რომელთაც შვეიცარიელი შუამავლები დაიქირავებენ, საზღვრის რუსულ მხარეს განთავსდებიან და არა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შიგნით; დამკვირვებლების კიდევ ერთი ჯგუფი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსდება, სეპარატისტული რეგიონების გარეთ.

„არუაამ“ განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია იმ სიტუაციის გამო, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე შეიქმნა რუსეთის ფედერაციის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით“.

„საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საბაბით, საქართველო ცდილობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლი დაამყაროს“, – განაცხადა „არუაამ“ და დასძინა, რომ ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაკნინებისკენ გადადგმული „პირველი ნაბიჯია“.

კავშირმა მოუწოდა აფხაზეთის ხელმძღვანელობას „შეაფასოს ეს მოვლენები და შესაბამისი ზომები მიიღოს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად“.

აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგს ეხება, აფხაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„დაგეგმილმა საერთაშორისო მონიტორინგმა არავინ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. საქართველო ცდილობს არა მარტო გააკონტროლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრები, არამედ დაიბრუნოს თავისი იურისდიქცია ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. ამრიგად, იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შემცირების პრეცედენტი იქმნება, რომლის გარანტადაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაცია გამოდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა ასევე განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია, რომ საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება აფხაზეთს, რუსეთმა და საქართველომ სოხუმთან კონსულტაციების გარეშე განიხილეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19