Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთის ცესკო: საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ნოე.'11 / 10:14

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს გამართული არჩევნები და სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩატარებულად ცხადდება, რადგანაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი გამოცხადდა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათამდე ამომრჩეველთა 66%–ზე მეტმა მისმა ხმა, იტყობინება ცესკო.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ მოსკოვში განთავსებული ორი კვლევითი ჯგუფის  – სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის  – მიერ ჩატარებულმა ეგზით პოლებმა უჩვენა, რომ სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ხმების 48%–ით ლიდერობს – თუ ოფიციალური შედეგებიც ანალოგიური იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება. ეგზით პოლების მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური კანდიდატი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა ხმების 30%–ით.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს,  სეპარატისტული რეგიონის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს, რომ ალიანსის რეაქცია სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ზუსტად იგივე იქნება, როგორიც აფხაზეთის არჩევნებზე“ 2011 წლის აგვისტოში.

„ჩვენ აშკარა არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთ; ჩვენ არ გვიღიარებია და არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად... ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, – განაცხადა რასმუსენმა თბილისში 9 ნოემბერს.       

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44