Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'11 / 18:50

პრეზიდენტ სააკაშვილის 15 ნოემბრის ბრძანებულებით შეიქმნა 21–წევრიანი კომისია, რომელმაც მომდევნო  საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყოს 2012 წლის 1 ივლისამდე.

კომისიაში თანაბარი წარმომადგენლობით შედიან მმართველი პარტიის, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 7–7 წარმომადგენელი.

ნაციონალური მოძრაობიდან კომისიაში წარმოდგენილნი არიან: დავით ბედიაშვილი, დიანა ვართანოვი, სოფიკო კობახიძე, ლაშა მელაძე, მანონი ურუშაძე, თამილა ფერაძე და რამაზ ქერეჭაშვილი.

ასევე კომისიაში შემდეგი პარტიების წარმომადგენლები იმუშავებენ: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ნოდარ მუსერიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან ლევან გაბრიჩიძე; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გიორგი გოგნიაშვილი; დემოკრატიული პარტიიდან – ნანა ციკოლია; ახალი მემარჯვენეებიდან – მამუკა კაციტაძე; მრეწველებიდან – ოთარ მენაბდე და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან მამუკა ხიმშიაშვილი – მხოლოდ ეს სამი უკანასკნელი პარტია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა ყველა მათგანია საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან იმ შეთანხმების ხელმომწერი, რომლის ერთ–ერთი დებულება სწორედ ასეთი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

არასამთავრობო სექტორიდან კომისიის წევრები გახდნენ: მიხეილ დევდარიანი, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა; კახა კახიშვილი, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; მანანა ბიწაძე-მიქელაძე, რეგისტრირებული კავშირი – თავისუფალი არჩევანი; ვლადიმერ ბოჟაძე, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო; გენადი კერძევაძე, დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება; და ბადრი ნიაური, დემოკრატიის ცენტრი.

არჩევნებზე დამკვირვებელმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველომ უარი განაცხადეს კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე.

13 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მემარჯვენე მამუკა კაციტაძის კანდიდატურა მოიაზრება.

კომისია გადაწყვეტილებებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო რაოდენობის მესამედით მიიღებს. კანონის თანხმად, კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის სხვა საშუალებებთან ერთად ასევე იხელმძღვანელებს კარდაკარ გადამოწმების პრინციპით, ხოლო მის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.

კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა კონკრეტულად რა თანხებია გათვალისწინებული მისი ფუნქციონირებისათვის ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 11 ნოემბერს პარლამენტში საბიუჯეტო განხილვების დროს არ დაასახელა მას შემდეგ, რაც მას ამის შესახებ ოპოზიციიდან დეპუტატებმა ჰკითხეს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33