Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა კალაძის ბანკის აქციების 8.67% იყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'11 / 16:18

მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელ კახი კალაძის მფლობელობაში არსებული „პროგრეს ბანკის“ აქციების 8.67% იყიდა, განაცხადა „პროგრეს ბანკმა“ 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბანკში ახალი პარტნიორის ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილის, შემოსვლის შედეგად, „პროგრეს ბანკმა“ კაპიტალი 1 300 000 ლარით გაზარდა და მისმა საწესდებო კაპიტალმა 14 980 000 ლარი შეადგინა.

„პროგრეს ბანკი“ „კალა კაპიტალის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც 2008 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. 2010 წელს ბანკის მოგებამ 215 700 ლარი შეადგინა.

კახი კალაძემ ივანიშვილის მიმართ მხარდაჭერის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა. თავის Facebook-ის გვერდზე 24 ნოემბერს გამოაქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ივანიშვილსა და „პროგრეს ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკის“ საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც 19 ოქტომბრიდან ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ ამოწმებს, დაადასტურა, რომ ის „პროგრეს ბანკის“ საქმიანობასაც ამოწმებს, თუმცა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა საკითხის კონფიდენციალურობის მოტივით.  

მიმდინარე შემოწმების დეტალებზე არც კალაძის განცხადებაშია საუბარი. მისი თქმით, „ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო “ქართუ ბანკზე“ და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე““.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობის ხელი გავუწოდე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დგომა შევთავაზე, ეს ყველაფერი ძალაშია“, – განაცხადა კალაძემ, "ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელი გავიდა, ეს იყო ხალხისათვის იმედგაცრუების და ნიჰილიზმის საშინელი რვა წელი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა არა რევოლუციით, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა გზით უნდა შევძლოთ არსებული რეჟიმის შეცვლა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25