Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთ „ბათუმელების“ თქმით, ‘შანტაჟისტი პოლიციელი ამოიცნო’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'11 / 18:54

გაზეთმა „ბათუმელები“ განაცხადა კვირის დასაწყისში, რომ ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მან მიაკვლია პოლიციელს, რომელიც ორი წლის წინ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს აშანტაჟებდა, რათა ამ უკანასკნელს უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა.

2009 წლის ნოემბერში გაზეთმა ”ბათუმელები” განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანამშრომელი, სახელად „დავითი“ შეეცადა თანამშრომლობაზე დაეყოლიებინა გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მაკომპრომეტირებელი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა. 

ამ საქმის გასაჯაროებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმე შანტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავდა და რომ მან გამოძიება დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ გამოძიების შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, ხოლო სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ შეუძლებელი იყო შესაძლო შანტაჟისტის დადგენა. 

„ბათუმელების“ თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის საკუთარ გამოძიებას აწარმოებდა. შედეგად, მან დაადგინა ეჭვმიტანილი შანტაჟისტი და ის აღმოჩნდა შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი, დავით დევნოზაშვილი; გაზეთის ცნობით, დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.  მისი ამოცნობა გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შეძლო, რომელმაც დევნოზაშვილს სახლში „ბათუმელების“ თანამშრომლებთან ერთად მიაკითხა. 

გაზეთის ცნობით, მზია ამაღლობელი დევნოზაშვილთან საუბრის შემდეგ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და აცნობა, რომ დავით დევნოზაშვილი სწორედ ის პირია, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით აშანტაჟებდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს. პოლიცია მივიდა დევნოზაშვილის საცხოვრებელ ადგილას. თუმცა, დაახლოებით, ერთ საათში, რა დროსაც, "ბათუმელების" ცნობით, პოლიცია სატელეფონო კონსულტაციებს აწარმოებდა, სათანადო აქტის შედგენის გარეშე დატოვა ადგილი. მათ მხოლოდ ის უთხრეს ჟურნალისტებს, რომ საქმის გამოძიება და დევნოზაშვილის ბინაზე თვალთვალი მიმდინარეობდა.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება საქმის ახალ გარემოებებს იკვლევს. „გენინსპექცია გამოძიებას აგრძელებს და იმედი მაქვს რამე ახალი გვექნება“, – განუცხადა შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს 24 ნოემბერს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს კანონის შესაბამისი ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა საზოგადოებას გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12