Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 11 დეკემბერს გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ნოე.'11 / 19:16

ოპოზიციონერი ქველმოქმედი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნება“ პრეზენტაცია 11 დეკემბერს ფილარმონიაში იგეგმება, თუმცა შესაძლო ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართოს, თუ მისი ადმინისტრაცია დათანხმდება მასპინძლობას, განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ.

თავდაპირველად პრეზენტაცია 25 ნოემბრისთვის დაანონსდა, თუმცა, როგორც პრესსამდივნო აცხადებს, იგი გადაიდო ფართის დაქირავებასთან დაკავშირებით „ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების“ გამო.

პრესსამდივნოს განცხადებით, მათ ფილარმონიის ადმინისტრაციისაგან დარბაზის გამოყოფის თაობაზე წერილობით თანხმობა 24 ნოემბერს მიიღეს, თუმცა გრძელდება 3 ნოემბრიდან დაწყებული მოლაპარაკებები სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთანაც, რომლისაგან პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული.

„სპორტის სასახლის გამოყოფას ჩვენ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვითხოვდით, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში, „სპორტის სასახლის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამ სპორტის სასახლეში გადაინაცვლოს... ფილარმონიის ადმინისტრაციას პირგასამტეხლოც გადავუხადოთ“.

პრესსამდივნო ასევე აცხადებს, რომ 11 დეკემბრისთვის, მათი ინფორმაციით, სპორტის სასახლეში არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის და „შესაბამისად არ არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზის გამოყოფაზე უარი გვითხრას“.

„იმ შემთხვევაში თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სპორტის სასახლე მაინც უარს იტყვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, სამწუხაროდ, ყველა მსურველს დასწრების საშუალება არ მიეცემა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26