Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტისთვის ჯერ არ მიუმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'11 / 17:22

ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ჯერ არ მიუმართავს, განაცხადა მისი მრჩეველთა საბჭოს წევრმა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.

ივანიშვილმა 17 ნოემბერს რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტის სახელზე უახლოეს დღეებში შეიტანდა სასამართლოში მისი საქმის განხილვის გაჭიანურების მოლოდინების გამო. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ სარჩელთან, რომელიც მისმა ადვოკატებმა შეიტანეს სასამართლოში მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმების თხოვნით.

სასამართლოში ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 5 დეკემბრისთვის არის დანიშნული, განუცხადა ქუცნაშვილმა 26 ნოემბერს Civil.ge-ს.

პარალელურად, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს  სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, რომელმაც 4 ნოემბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასკვნას საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გაავრცელებდა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს,  2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე მიენიჭა, პრეზიდენტისვე ბრძანებულებით შეუწყდა პოლიტიკაში წასვლის შესახებ პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი 2004 წლის შემდეგ მიღებული საფრანგეთის მოქალაქეობა გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ მილიარდერი ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, სადაც იგი აცხადებდა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა. ივანიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები დაიწყო, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, საფრანგეთის პასპორტი შეინარჩუნა.

იმავდროულად, მიმდინარე კვირაში ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ შესაძლო „პროვოკაცების მოწყობის“ შესახებ გააფრთხილა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით იმ ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში „დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების“ ორგანიზებით მიმდინარეობს.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ “ხელმოწერების სანაცვლოდ არიგებენ თანხებს და იძლევიან სხვადასხვა დაპირებებს“, რაც „მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“. პრესსამდივნო ამგვარ ქმედებებს გაემიჯნა და მოუწოდა, რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15