Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ნოე.'11 / 15:07

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი 27 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მართავს.

მეორე ტურში ერთმანეთს სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა უპირისპირდებიან; პირველ ტურში, რომელშიც 11 კანდიდატი მონაწილეობდა, ბიბილოვმაც და ჯიოევამაც ხმების, დაახლოებით, 25% მიიღო.

ბიბილოვი, რომელიც კრემლის ფავორიტად მიიჩნევა, 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო, როდესაც ეს უკანასკნელი ვლადიკავზაზს სტუმრობდა. „მედვედვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ ოსეთს ეფექტური ხელმძღვანელობა ჰყავდეს“, განაცხადა კრემლმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიბილოვმა თავის საპრეზიდენტო კამპანიაში მხარდაჭერა მიიღო ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატებისგან, მათ შორის  ვადიმ ცხოვრებოვისგან, რომელიც ცხინვალის პურის ქარხნის დირექტორია. ცხოვრებოვმა არჩევნების პირველ ტურში მესამე შედეგი აჩვენა ხმათა 9.9%–ით. ცხინვალის ვიცე–მერმა ალან კოტაევმა, რომელმაც ხმების 9.6% მიიღო, ასევე გამოხატა მხარდაჭერა ბიბილოვის მიმართ.

რამდენიმე სხვა ყოფილმა კანდიდატმა, მათ შორის ვლადიმერ ქელეხსაევმა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 6.6% მიიღო, ალა ჯიოევას მიმართ გამოხატა მხარდაჭერა. ამ უკანასკნელს ასევე უჭერს მხარს თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის მწვავე ოპონენტი ჯამბულატ თედეევი. თავად თედეევსაც სურდა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მას მონაწილეობა იმ მოტივით აეკრძალა, რომ 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში.

მეორე ტურის წინ, ბიბილოვმა  ჯიოევა იმაში დაადანაშაულა, რომ მას თბილისიდან მიღებული დახმარებით სურდა არჩევნების მოგება; ბიბილოვმა განაცხადა, რომ ახალგორში ჯიოევას კამპანიას ეთნიკური ქართველი უძღვებოდა. ამის საპასუხოდ, ჯიოევამ ახალგორში პირველი ტურის დროს მიღებული შედეგები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მან იქ მხოლოდ 150 ხმა, ბიბილოვმა კი 600 ხმა მიიღო.

სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სულ ცოტა 30%–მა უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, რათა არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30