Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები ‘კრემლში დაგეგმილი ღონისძიებაა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ნოე.'11 / 14:28

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არის არა არჩევნები, არამედ „ეს არის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია კრემლში“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 28 ნოემბერს.

„იქ რაც მიმდინარეობს, არ განიხილება, როგორც არჩევნები, როგორც ასეთი, არამედ ეს არის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია კრემლში, რომელსაც ხელმძღვანელობს ოფიციალური მოსკოვი და რომლის შედეგებზეც სწორედ პასუხისმგებელია ოფიციალური მოსკოვი“, – განაცხადა მან. 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება საქართველოსთან შეუთანხმებელი ღონისძიებები. მათ შორის, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას. ამაზეც პასუხისმგებელია ის ორგანიზატორი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ვითარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან სწორი, ადეკვატური გამოხმაურება ექნება. ე.წ. პირველი ტურის შემდეგ ძალიან სწრაფი და ადეკვატური  გამოხმაურება მოყვა და როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ევროკავშირის მთელმა რიგმა წევრმა ქვეყნებმა და ასევე ევროკავშირმა გაერთიანებული ხმით, დაგმეს იქ მიმდინარე მოვლენები“, – დასძინა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23