Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შპს „იგრიკა“ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 დეკ.'11 / 14:18

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ის 12 დეკემბერს განიხილავს შპს „იგრიკასთვის“, რომლის მეპატრონეა „მაესტროს“ დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე,  სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების საკითხს.

კიკაბიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ „მაესტროს“ ირგვლივ არსებული დავასთან „იგრიკას“ áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ˜ არ აქვს. ამჟამად „მაესტროს“ დამფუძნებლები და ჟურნალისტთა მთელი შემადგენლობა მმართველ კომპანიასთან არსებული დაპირისპირების გამო წამოსულია ტელეკომპანიის შენობიდან და მაუწყებლობას საგანგებო რეჟიმში რადიო „მაესტროდან“ ახორციელებს.

“არ ვაპირებთ „იგრიკას“ ლიცენზიის გამოყენებას „მაესტროს“ მაუწყებლობის განახლებისთვის“, – განუცხადა კიკაბიძემ Civil.ge-ს,  „მაესტრო მაუწყებლობას თავის ლიცენზიით განაახლებს, როცა ტექნიკური საკითხები მოგვარდება; „მაესტროს“ დამფუძნებლებს აქვთ სამართლებრივი უფლება მაუწყებლობის“.

შპს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. კომისიამ ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 29 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიცენზიების გაცემა განაახლა – ეს პროცედურა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.

“იგრიკას“ ლიცენზიის პირობების თანახმად, ამ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 10 თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს, მისი გეოგრაფიული ზონაა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა  – 24 საათი.

ამ ლიცენზიის მიღებიდან 12 დღეში „იგრიკამ“ áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ მოდიფიცირება მოითხოვა იმგვარად, რომ სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ მიმართვაზე ადმინისტრაციული წარმოება 11 ნოემბერს დაიწყო და საბოლოო  გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან, რაც 12 დეკემბერს არის დანიშნული, 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

“იგრიკას“ ლიცენზიის მიღებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა წარდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელმაც ამ საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება 2008 წლის 22 მაისს შეაჩერა. ამ პერიოდს ემთხვევა სტუდია „მაესტროს“ სასამართლო დავა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელიც უკავშირდებოდა „მაესტროსთვის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლების არ მიცემას.

კიკაბიძემ დაადასტურა, რომ áƒáƒ“რე იგი „იგრიკასთვის“ ლიცენზიის მინიჭებას „მაესტროს“ ლიცენზიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის გამო ითხოვდა.

სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად, შპს „იგრიკა“ 2006 წლის მაისშია რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%–იანი წილით ერთადერთი დამფუძნებელია ილია კიკაბიძე.

კიკაბიძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მის მფლობელებსა და მმართველ კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შორის ამჟამად არსებული დაპირისპირების საწყის ეტაპზე, კიწმარიშვილმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაათავისუფლა „მაესტროს“ დირექტორის თანამდებობიდან, რომელიც მან 2011 წლის იანვარში ტელეკომპანიაში არსებული წინა დავის მოგვარების შემდეგ დაიკავა.

“მაესტროს“ მფლობელთა განცხადებით, კიწმარიშვილის საკადრო გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმების გარეშე ძალა არ აქვს.

საჯარო რეესტრში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში კიკაბიძე კვლავ დარეგისტრირებულია, როგორც „მაესტროს“ დირექტორი.

იმავდროულად, 26 ნოემბერს „მაესტროს“ აქციების 25%–ის წილის მფლობელს გიორგი გაჩეჩილაძეს და ტელეკომპანიის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს შორის  ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გაჩეჩილაძე თავისი აქციების 25%–ის მართვის უფლებას ტელეკომპანიის დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს გადასცემს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13